-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი
ქავთარაძე ივანე (8. V. 1920, სოფ. ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი-7. VII. 1984), მეცნიერი, ენათმეცნიერი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1941). იყო ამავე ფაკ-ტის ახ. ქართ. ენის კათედრის ლექტორი (1945-დან), საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბის ხელმძღვანელი (1976-დან), საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელწ. კომისიის წევრი (1972-დან). იგი იკვლევდა ქართ. ენის ისტ. და დიალექტოლოგიის პრობლემებს, მწერლის ენისა და სტილის საკითხებს, სალიტ. ენისა და დიალექტების ლექსიკას. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1965), პროფესორი (1967). იგი იყო „ქართული ხალხური სიტყვიერების“ სრ. კორპუსის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი, აგრეთვე თსუ-ის საკანდიდატო სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი სპეც. საბჭოს თავმჯდომარე, საზ-ბა „ცოდნის“ წევრი. ქ. ი.-მ მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახ. მედალი (1975), ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი (1980), გახდა საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ქავთარაძე, ი. (1985). ქართული ენის მოხეური დიალექტიკა: გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი. მეცნიერება; ქავთარაძე, ი. (თანაავტორი). (2009). ქართული ენა და ლიტერატურა: 5 ტომად: ტ. 2. ქართული ენა. ISBN: 9789941032288.