ქავთარაძე გიორგი ლეონის ძე
ქავთარაძე გიორგი ლეონის ძე

ქავთარაძე გიორგი ლეონის ძე (29.I.1945.  თბილისი - 25.VI.2024. თბილისი), ისტორიკოსი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1967) და თსუ-ის არქეოლ. კათედრის ასპირანტურა (1971). ისტორიის მეცნ. კანდ. (1981), ისტორიის მეცნ. დოქტორი (1992); საქართვ. მეცნ. აკად. არქეოლ. კვლ. ცენტრის ენეოლით, ადრებრინჯაოს ხანის არქეოლ. განყ-ბის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1973-1981), საქართვ. მეცნ. აკად. არქეოლ. კვლ. ცენტრის არქეოლ., ისტ. და თეორიის განყ-ბის მეცნ. (1982-1985), უფრ. (1986-1991), წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი (1992-1998), წინა აზიის არქეოლ. სპეცკურსის ლექტორი თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის ასირიოლოგიის კათედრაზე (1992-1994), თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის არქეოლ. კათედრის თანამშრომელი (1994-1996), პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი (1992-2006); საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ძვ. ისტ. განყ-ბის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი (1998-2006), სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ძვ. ისტ. განყ-ბის მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2006-2012), თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის შუა სს. საქართვ. ისტ. და წყაროთმცოდნეობის განყ-ბის მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2012-2017), შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის სპეციალური სამაგისტრო ინგლისურენოვანი კურსის ლექტორი (2016-2018), თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ძვ. ქვეყნების ისტ. განყ-ბის მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2017-2024); პარიზის ქართ.-ევრ. ინ-ტის წევრი და წარმომადგენელი გერმანიაში (1997-2003), უცხოეთში მცხ. თანამემამულეებთან კულტ. კავშირის საქართვ. საზ-ების პრეზიდიუმის წევრი (1999-2006), არქეოლ. ევრ. ასოციაციის წევრი (1998-2024); დაჯილდოებულია თსუ-ის მედლით (2015) და მეფე ერეკლე II-ის სამეფო ორდენით (2021).

თხზ.: ქავთარაძე, გ. (1981). საქართველოს ენეოლით-ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურების ქრონოლოგია ახალი მონაცემების შუქზე. მეცნიერება; ქავთარაძე, გ. (1982). ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლია ძვ. წ. V-III ათასწლეულებში: (არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით). მეცნიერება; Кавтарадзе, Г. (1983). К хронологии эпохи энеолита и бронзы Грузии. Мецниереба. ქავთარაძე, გ. (1985). ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის. მეცნიერება.

ლიტ.: ნანა ბახსოლიანი. (2024). გიორგი ქავთარაძის გახსენება.  ქრონოსი, 5.