კავსაძე სანდრო ირაკლის ძე
კავსაძე სანდრო ირაკლის ძე

კავსაძე სანდრო ირაკლის ძე (5.V.1944, ქუთაისი), დაამთავრა საქართვ. ფიზ. კულტურის სახელმწ. ინ-ტი და თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1976). მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე: თბილ. ვაკის რაიონის N70 სახლმმართველობის პედაგოგ-ორგანიზატორად; კომკავშირის რაიკომის საორგანიზაციო განყ-ბის გამგედ; საქართვ. რესპ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტ. განყ-ბის ინსტრუქტორად (1966-1970); საქართვ. კპ ცენტრ. კომიტეტის ინსტრუქტორად; გორის რაიკომის მდივანად და შემდეგ პირველ მდივნად (1970-1976). იყო: საქართვ. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; საქართვ. კპ ცენტრ. კომიტეტის განყ-ბის გამგე; საქართვ. რესპუბლიკის მთ. სახელმწ. არბიტრი; საქართვ. კპ გორის გაერთ. პარტ. კომიტეტის პირველი მდივანი და სახ. დეპუტატთა საბჭოების გაერთ. პრეზიდიუმის თავ–რე (1976-1990); საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991).  სახელმწ. საბჭოს წევრი (1992); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პროპორციული სიით ( №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი "ერთობა", 1992-1993); საქართვ. მთავრობის ვიცე-პრემიერი (1992-1993); ადამიანის უფლებათა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა კომიტეტის თავ–რე (1992-1997); საქართვ. წარმომადგენელი საერთაშ. ორგანიზაციებში (1994); მუშაობდა გაეროში (2004-მდე). ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდელობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); დაჯილდოებულია 2 ორდენით და 3 მედლით. მილიციის გენერალ-მაიორი, მარტყოფის მამათა მონასტერში ბერად აღიკვეცა და მიიღო სახელი ილია (2010). შემდგომში გახდა სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის იღუმენი და არქიმანდრიტი.