კავილაძე მიხეილ შალვას ძე
კავილაძე მიხეილ შალვას ძე

კავილაძე მიხეილ შალვას ძე (09.I.1928, თბილ.  — 12.I.2017, თბილ.). დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი (1953).  მუშაობდა ობნინსკის ატომურ ელექტროსადგურზე (1954). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1955-დან), თსუ-ის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე; მუშაობდა ამ ლაბორ. ბაზაზე შექმნილი (რესპუბლიკასა და ყოფილ სსრკ-ში პირველი) მას-სპექტრომეტრული ცენტრის გამგე (1976-2006); წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ ემუშაობას თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე; მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა იზოტოპების ფიზიკამას-სპექტრომეტრიაგამოყენებითი ბირთვული ფიზიკა. მონაწილეობდა ჩერნობილის კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო კომისიის მუშაობაში. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის და რამდენიმე გამოგონებისა. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2000).