კაციტაძე ნანა ვალერის ასული
კაციტაძე ნანა ვალერის ასული

კაციტაძე ნანა ვალერის ასული (29.III. 1963), ეკონომისტი, ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი, საქონელმცოდნეობისა და არასასურსათო საქონლით ვაჭრობის ორგანიზაციის სპეციალობით (1980-1985); შემდეგ -  ასპირანტურა (1985-1990); მოსკოვის პლეხანოვის სახ. სახ. მეურნ. სახელმწ. ინ-ტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ნატურალური ტყავის ფეხსაცმლის სამომხმარებლო მახასიათებლების ამაღლების თანამედროვე მეთოდები“ და მიენიჭა ტექნიკურ მეცნ. კანდ. ხარისხი, სპეციალობით „ტექნოლოგია და საქონელმცოდნეობა“(1990); მუშაობდა თსუ-ის ვაჭრობისა და საქონელმცოდნეობის ფაკ-ზე ჯერ პედაგოგად, შემდეგ დოცენტად (1987-დან); მოღვაწეობდა ახლადგახსნილ მარკეტინგის კათედრაზე, სადაც შემოიტანა ახალი სასწ. საგნები: „რეკლამა“, „საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)”, „მარკეტინგული კომუნიკაციები“, მოამზადა მათი სასწ. პროგრამები და რიდერები (2003-დან), ასევე სახელმძღვანელო „რეკლამა“ (2006); უნ-ტში ჩატარებული რეფორმის შემდეგ კ. ნ. მუშაობდა როგორც მოწვეული პედაგოგი. ამავე პერიოდში ის იკავებდა სოხუმის სახელმწ. უნ-ტის ბიზნესისა და ეკონ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას (2006-2009); იყო სოხუმის სახელმწ. უნ-ტთან არსებულ ეკონომიკის კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი; დავით აღმაშენებლის სახ. სახელმწ. უნ-ტში ასოცირებული პროფესორი;  მიწვევით კითხულობდა ლექციებს სტუ-ში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკ-ზე (2009-2012);  მუშაობს თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ასოცირებულ პროფესორად (2013-დან); იყო ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღ. მოვალეობის შემსრულებელი (2015-2016); არის საბაკალავრო საგანმან. პროგრამის „ტურიზმისა“ და ფაკ-ტის სამაგისტრო პროგრამის, „ბიზნესის ადმინისტრირება“ ხელმძღვ. (მოდული„ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“); უნ-ტის პროფ. საგანმან.  სწავლებაში შემოიტანა „სასტუმრო საქმის სპეციალისტის“ პროგრამა (2015-2016);  არის Web of Science (WOS)-ის აკადემიის და Science Publishing Group-ის სერტიფიცირებული რევიუერი (2023-დან);  ჟურნ. „Baltic Journal of Economic Studies“ რედკოლეგიის წევრი (2025-დან); ჟურნ. ინდექსირებულია Web of Science(WOS)-ის ბაზებში და მინიჭებული აქვთ იმპაქტ ფაქტორი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის უმაღ. საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ექსპერტი (2023-დან). კ. ნ.-ს გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი ნაშრომი; მათ შორის 8 სამეცნ. სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში: „სახელმწიფო პოლიტიკა ტურიზმში - საქმიანი (MICE) ტურიზმი საქართველოში“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2018, ტ. 11, N4); „რაჭის სოფლის ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლინებისა და ფორმირების ნეთოდოლოგიური“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2020, N 1, ტ. 13); „საქართველოს მთიან რეგიონების გადარჩენის გზა - ტურიზმის კლასტერიზაციაა“ (ეკონომისტი, 2022, ტ. 18, N ); „სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2023, N 4. ტ. 15).  

თხზ.: კაციტაძე, ნ. (2009). რეკლამა და სარეკლამო ბიზნესის განვითარების თავისებურებანი საქართველოში: მონოგრაფია. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941126367; კაციტაძე, ნ. (2025).  სასტუმროს კონკურენტუნარიანობა: თეორია და პრაქტიკა: სახელმძღვანელო. თბ., ISBN 999400784X; კაციტაძე, ნ. (თანაავტორი). (2012).  საერთაშორისო მარკეტინგი. თბ., ISBN 9789941177958.