-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
კაციაშვილი ნინო ალექსის ას
კაციაშვილი ნინო ალექსის ას (14.VI.1908, სოფ. ქვემო გომი. კასპის რ–ნი - 6.VII.1975, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1934). სწავლობდა ლენინგრადის დედამიწის ფიზიკის ინ-ტის ასპირანტურაში (1934-1936). მუშაობა დაიწყო მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის დუშეთის გეომაგნიტურ ობსერვატორიაში აკად. მ. ნოდიას ხელმძღვანელობით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1962). იყო დუშეთის გეომაგნიტურ ობსერვატორიაში დედამიწის მაგნეტიზმის განყ-ბის გამგე (1967-დან). არის 25 სამეცნ. სტატიის ავტორი. მისი სამეცნ. ინტერესთა სფერო იყო დედამიწის მაგნიტური ველის თვისებების შესწავლა და ანალიზი.