-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
კაცაძე ელენე
კაცაძე ელენე (23.VII.2000, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ბაკალავრიატი (2022) და სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა“ (2024). ასტროფიზიკის კათედრაზე იკვლევდა ასტროფიზიკური ჯეტების თეორიულ მოდელის ფარგლებში. მუშაობდა ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში მკვლევარ ასისტენტად (2023-2024). აიღო წინანდლის პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებში ნაშრომისათვის „ჯეტის ფორმირების მოდელი აკრეციული დისკიდან ელექტრონ-იონურ-ფოტონური გაზით“ (2024). ამავე წელს ჩააბარა როჩესტერის უნ-ტში (აშშ) ფიზიკის დოქტორანტურაში, სადაც მუშაობს ტურბულენტურ დინამოზე და სწავლობს დამაგნიტებულ ტურბულენტობას და დინამოს მოქმედებას FLASH სიმულაციების და OMEGA ექსპერიმენტების (Laboratory of Laser Energetics) საშუალებით.