-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პედაგოგი ასოცირებული პროფესორი
კასრაძე თეა ჯემალის ასული (15. IX. 1970, თბილისი), ეკონომისტი, ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტი, დაპროექტებისა და მართვის სისტემების მათ. უზრუნველყოფის სპეციალობით (1988-1993); ასევე თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტის ფინანსებისა და კრედიტის ექსტერნის სპეციალობით (1995); დაიცვა საკანიდიდატო დისერტაცია თემაზე: „სახელმწიფო ვალის მართვის სრულყოფის საკითხები საქართველოში“ და მიენიჭა ეკონომიკის მეცნ. კანდიდატის აკად. ხარისხი (1999); მუშაობდა საბანკო-საფინანსო ინ-ტში მეთოდისტად, პედაგოგად (1993-1997); არის გაეროს განვითარების პროგრამის პროექტების მენეჯერი (1997-2012); თსუ-ის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2009); ფონდ “ღია საზოგადოების“ფინანს. მენეჯერი (2012-2013); საქართვ. სტრატეგიული კვლევების განვითარების ცენტრის მენეჯერი (2016-2017); კავკასიის საერთაშ. უნ-ტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკ-ტის პროფესორი და სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2012-დან); არის რამდენიმე სამეც. ჟურნ. რედ.; სარედაქციო საბჭოს წევრი; მონაწილეობს როგორც ადგილ., ისე საერთაშ. კონფერენციებში, ფორუმებსა და კონგრესებში; მიღებული აქვს უნ-ტების, ფონდებისა და მთავრობების სასწ. და სამეცნ. გრანტი. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეც. სტატია ინდექსირებულ, მაღალრეიტინგულ სამეცნ. ჟურნალებში: „სიღარიბე-გლობალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა“ (კავკასიის საერთაშ. უნ-ტის მაცნე, 2013, N 5); „საინვესტიციო გარემო საქართველოში და ქვეყნის შიდა საინვესტიციო პოტენიციალი“ (ეკონომისტი, 2014, ოქტომბერი-ნოემბერი, N 5); ფინანსური გლობალიზაცია-პოზიტიური და ნეგატიური გავლენები განვითარებად ქვეყნებზე (ეკონომისტი, 2014, მარტი-აპრილი, N 2); „ციფრული კონკურენცია-საცალო საბანკო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი გამოცდა“ (ეკონომისტი, 2021, N 3, ტ. 17).