კაშია ვალტერ გიორგის ძე
კაშია ვალტერ გიორგის ძე

კაშია ვალტერ გიორგის ძე (1.IX.1948, ს. გორა, ვანის რ-ნი-9.VIII.2015, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის  ფიზიკის ფაკ-ტი (1971). მუ­შაობ­და აკად. ი. ვეკუას სახ. სო­ხუ­მის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტში (1973-დან); იყო ამავე ინ-ტის დირექტორი (2000-2005); იქვე ხელმძღვა­ნე­ლობ­და არატრადიციული ენერგეტიკის განყ-ებას. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სო­ხუმის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტზე (1985-დან); არის 130-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა და მრავალი გამოგონების ავტორი. დაჯილდოე­ბულია სა­ხელმწ. ჯილდოებით. ტექნიკის მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: სა­ქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკა­დემია, წევრი (1997); სა­ქართვ. საინჟინრო აკა­დემია, წევრი (1997); აფხაზეთის რეგიონული აკადემია, წევრი (1996). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: ღირსების ორდენი სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნ.-პედ. და საზ-ებრივი მოღვაწეობისათვის (1999).