ქარუმიძე გურამ სიმონის ძე
ქარუმიძე გურამ სიმონის ძე

ქარუმიძე გურამ სიმონის ძე (18.XI.1932, თბილისი-06.II.2010, თბილისი). სწავლობდა თსუ-ის ფიზიკა-ტექნიკის ფაკ-ტზე (1950-1951), შემდეგ კი სწავლობდა მოსკოვის საინჟ.-ფიზ. ინ - ტის თეორ.  და ექსპერ. ფიზიკის ფაკ-ტზე (1951-1956). იმავე წელს დაინიშნა საქართვ. მეცნიერ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში ატომური რეაქტორის მთ. ინჟინრის თანამდებობაზე; შემდეგ გადავიდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტში ლაბორ. გამგის თანამდებობაზე (1966-1973); მუშაობდა თბილ. სტაბილური იზოტოპების ინ-ტის დირექტორის მოადგილედ, სამეცნ. ნაწილში (1973-1976), საქართვ. მეცნიერ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში  დირექტორის მოადგილედ, სამეცნიერო ნაწილში და იყო ბირთვული ცენტრის ხელმძღვ. ქ. გ. ბირთვული რეაქტორის გაჩერების შემდეგ კვლავ დაბრუნდა  იზოტოპების ინ-ტის ლაბორ. გამგის თანამდებობაზე (1988-2010); შეთავსებით მუშაობდა თსუ-ის სოხუმის ფილიალში, სადაც კითხულობდა ლექციებს ატომურ ფიზიკაში, კოსმოლოგიასა და ასტროფიზიკაში (1994-დან); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატისა (1971) და დისერტაცია ტექნიკის მეცნ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად (1994). ქ. იყო საქართ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ატომური კომისიის თავ-რე;  მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის გამოგონებლის წოდება; არის 170-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მათ შორის: „Application of boron isotopes and neutron irradiation for fabrication of p-n junctions in diamond films“ (Semiconductors, 1996, N 30); „Effect of the isotope concentration of boron on the speed of sound in boron carbide“ (Semiconductors, 1994, N 28); „Isotopic effect of thermal conductivity in boron carbide“ (Atomic Energy, 1993, N 74). მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულ იქნა სამი საკანდიდატო დისერტაცია. წლების განმავლობაში იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის მეტალურგიის ინ-ტის სამცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. დაჯილდოებული იყო ’’საპატიო ნიშნის’’ ორდენით და მედლებით.