-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ქართველიშვილი ვახტანგ გიორგის ძე (20.X.1954, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1976) დაამავე უნ-ტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის (მეფი) ასპირანტურა (1979). ქ. ვ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი (ქ. პროტვინო, რუსეთი) სადისერტაციო ნაშრომზე „SU(N) სიმეტრიის დარღვევის ზოგიერთი შედეგი ადრონების ინკლუზიური დაბადების პროცესებში“ (1979). ქ. ვ. მუშაობდა თსუ-ის მეფი-ში (1980-95), ბოლო პოზიცია უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი; დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის უნ-ტის ფიზიკის დეპარტამენტში (1995-2001), როგორც მიწვეული ლექტორი; დიდი ბრიტანეთის ლანკასტერის უნ-ტის ფიზიკის დეპარტამენტში, სადაც იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს: ლექტორის (2001-2005), უფრ. ლექტორის (2006-2011), დოცენტის (2012-2016), სრული პროფესორის (2017-დან); პარალელურად, ქ. ვ. იყო ბირთვული კლევების ევრ. ორგანიზაციის (CERN, ჟენევა, შვეიცარია) LEP კოლაიდერზე OPAL საერთაშ. თანამშრიმლობის წევრი (1996-2001); არის CERN-ის LHC კოლაიდერზე ATLAS-ის წევრი (2001-დან); ასევე არის თსუ-ის მეფი-ს მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2024-დან). ქ. ვ. ის სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში; არის მრავალი ადგილ. საერთაშ. (ISF, ISTC) სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვ. და მონაწილე; 1800-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „A.Hoecker and V.Kartvelishvili, “SVD approach to data unfolding” (Nucl.Instrum.Meth. A 372, 469, 1996); “Observation of a new χb state in radiative transitions to ϒ(1S) and ϒ(2S) at ATLAS” (Phys.Rev.Lett. 108, 152001, 2012); „Observation of a new particle in the search for the Standard Model Higgs boson with the ATLAS detector at the LHC“ (Phys. Lett. B 716, 1, 2012). ქ. ვ. არის მრავალი ორგანიზაციის, ასოციაციის, ჯგუფის წევრი: ATLAS კოლაბორაციის კვარკონიუმის ფიზიკის შემსწავლელი ქვეჯგუფის დამფუძნებელი და თავ-რე (2007-10, 2019-21, 2025-დან); ATLAS-ის B-ფიზიკის დიდი ბრიტანეთის სექციის თავ-რე (2013-14); კვარკონიუმის საერთაშ. სამუშაო ჯგუფის (Quarkonium Working Group, QwG) დაბადების სექციის თანათავ-რე (2015-დან); 12-მდე საერთაშ. კონფერენციის თანაორგანიზატორი; თსუ-ის მეფი-ს სამეცნ. საბჭოს წევრი (2024-დან). ქ. ვ. დაჯილდოვდა საქართვ. მეცნ. აკად. ახალგაზრდა მეცნიერერთა პრემიით (შ. ესაკიასა და ე. ჩიქოვანთან ერთად, 1987) და ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2025). როგორც ATLAS თანამშრომლობის მონაწილე, ქ. ვ. კოლეგებთან ერთად გახდა საერთაშ. პრემია/პრიზის “ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის” ლაურეატი ფიზიკაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა და კვლევებისთვის (2025).