-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ქართველიშვილი თამარ მიხეილის ასული (21.IV.1950. ქ. თბილ.), აკადემიური დოქტორი. დაამთავრა თსუ–ის ქიმიის ფაკ–ტი (1974). დაიცვა ქიმიის მეცნ. კანდიდატის ხარისხი, სპეციალობით მარალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია, ელემენტორგანულ ნერთთა ინ–ტში (მოსკოვი,INEOS, 1986). თსუ–ის ე. ადნრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ება (2000-დან). მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოფიზიკის ინ–ტი(1990-2000), სამედ. ბიოპოლიმერების განყ–ება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი(1986-1990). მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოფიზიკის ინ–ტი, სამედ. ბიოპოლიმერების განყ–ება, მეცნიერ თანამშრომელი(1978-1986). ფიზიოლოგიის ინ–ტი, ბიოფიზიკის განყ–ება, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიოლოგიის ინ–ტი, უფროსი ლაბორანტი (1974-1978). საერთაშ. და ადგილობრივ გრანტებში და პროექტებში მონაწილეობა:STEM-22-320 „მატრიქსული მეტალოპროტეინაზების აქტივობის შეფასება ბიოჩიპის ტექნოლოგიით” (პროექტის მენეჯერი, 2022-2024); SRNSF გრანტი FR-22-21528 „ალკოჰოლისა და ოპიოიდების გამოყენებასთან დაკავშირებული ინსულტის ბიომარკერების შემუშავება“ (მკვლევარი, 2023-2025); SRNSF-მსოფლიო ბანკი CARYS-19-35 „გენმოდიფიცირებულ მცენარეებში ალერგენების ანალიზი PCR-თან შეწყვილებული დნმ-ჩიპის გამოყენებით“ (ბიოჩიპების კვლევის წამყვანი ექსპერტი, 2020-2021); STCU-SRNSF გრანტი №6306 „გმო კულტურების იდენტიფიკაციისთვის დნმ-ის დიაგნოსტიკური ტექნოლოგია“ (მკვლევარი, 2017-2019); STCU-SRNSF გრანტი №6304 „ნიადაგის ქიმიური დაბინძურების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების სტრატეგიის შემუშავება ბიოჩიპებისა და ბიოსორბენტების გამოყენებით“ (წამყვანი ექსპერტი ბიოჩიპების ტექნოლოგიაში, 2017-2019); კონტრაქტი №6600028240 კვლევისა და განვითარებისთვის საუდის არაბეთის ნავთობკომპანიისგან „ბიოჩიპები, როგორც ნავთობის საბადოების მიკროორგანიზმების სწრაფი გამოვლენისა და აღრიცხვის ინსტრუმენტები“ (წამყვანი ექსპერტი პოლიმერულ ქიმიაში, 2012-2015); ISTC გრანტი G-1761p „ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ბიოჩიპების წარმოება“, წამყვანი ექსპერტი პოლიმერულ ქიმიაში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა დაკლიმატის ცვლილების დეპარტ. (DECC, 2010-2012); GNSF გრანტი №GNSF/ST09–945–6-341 „ანტიოქსიდანტური თავდაცვის სისტემები და სისხლის მატრიცის მეტალოპროტეინაზები, როგორც ბიომარკერები მწვავე იშემიური ინსულტის დროს“ (ექსპერტი ბიოქიმიაში, 2010-2011); STCU-GNSF გრანტი №5012 „ანტიოქსიდანტური სისტემის სტატუსისა და სისხლის მეტალოპროტეინაზების ჯვარედინი გავლენა მწვავე იშემიური ინსულტის დროს“ (აშშ, მკვლევარი ექსპერიმენტატორი, E.O. ლ. ბერკლის ეროვნ. ლაბორატორია, LBNL, 2009-2011); STCU გრანტი №4330 „მძიმე ლითონების დეტოქსიკაცია ბაზალტის ბინადარი ბაქტერიებით“ (აშშ, ბერკლი, LBNL, მკვლევარი ექსპერიმენტატორი, 2007-2009); CRDF-GE-B2-2597-TB-03 „მძიმე ლითონების იონების მოქმედებისას მიკრობული შემცირებისა და დეტოქსიკაციის მექანიზმები“, (აშშ, ბერკლი, LBNL, მკვლევარი ექსპერიმენტატორი, 2004-2006); ISTC გრანტი G-349 „Cr(VI) ნაერთების დაბალი დოზით და დაბალი დოზით ზემოქმედების მიმართ უჯრედშიდა რეაქციების მექანიზმების ინ ვიტრო შესწავლა“ (აშშ, LBNL, მკვლევარი ექსპერიმენტატორი, 2001-2003); ISTC გრანტი G-348 „მძიმე ლითონების ტრანსფორმაცია მიკრობულ-მინერალურ ზედაპირებზე“(აშშ, LBNL, წამყვანი ექსპერტი ქიმიაში, 2000–2002); სახელმწ. ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი (2021-2027); სახელმწ. ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი (2015-2021). გამოქვეყნებული აქვს 80 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში. მიიღო მონაწილეობა 30 საერთაშ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა, მოხსენებებისა და პრეზენტაციების სახით.