-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი
ქართველიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე (27. III. 1986, თბილისი), ისტორიკოსი, ასისტენტ-პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი (2007), მაგისტრატურა (2009) და დოქტორანტურა (2019). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „საბჭოთა რელიგიური პოლიტიკა და საქართველოში მისი ასახვის თავისებურებები 1953-1964 წლებში“ (2019). არის ისტორიის მაგისტრი (2009); ისტორიის დოქტორი (2020); თსუ-ის მოწვეული მასწავლებელი (2014); ასისტენტ-პროფესორი (2024-დან); თსუ-ის ბიბლიოთეკასთან არსებული 1918-1921 წლების შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ავტორ-შემდგენელთა ჯგუფის წევრი; სსიპ შოთა რუსთაველის ფონდის ილია ჭავჭავაძის სახ. სტიპენდიატი ახალგაზრდა მეცნიერთა შორის (2008); ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკად. კრებუ. ტექსტოლოგიური კომისიის წევრი (2022-2023); ჟურნ. „ქრისტიანობის კვლევების“ მთ. რედაქტორის მოადგილე (2008-2011). არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საქართვ. ისტ. ინ-ტისა და მსოფლიო ისტ. ინ-ტის ჟურნ. „ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომების“ რედკოლეგიის წევრი (2012-2016); საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. Scientia-ს სარედაქციო საბჭოს წევრი (2020-დან); ჟურნ. „სტუდენტური საისტორიო ძიებანის“ თანარედაქტორი (2022-დან).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ქართველიშვილი, მ. (თანაავტორი). (2018). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941137181; ქართველიშვილი, მ. (2022). საბჭოთა რელიგიური პოლიტიკა და საქართველოში მისი ასახვის თავისებურებები 1953-1964 წლებში. თბ., კოლორი, ISBN: 9789941844072.