-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი
ქართველიშვილი კონსტანტინე მიხეილის ძე
ქართველიშვილი კონსტანტინე მიხეილის ძე (15.II.1931. გორი- 24.IV.2002, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით (1955). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტის უმცროსი (1958-1964), უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1964-1974), ამავე ინ-ტის განყ-ბის გამგე (1973-დან). დაჯილდოებულია საქართვ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. სახელმწ. პრემია, მეცნ. და ტექნიკის დარგში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისთვის: ''გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის გრავიმეტრიული და საინჟინრო ამოცანების გრავიმეტრიული მეთოდების დამუშავება და რეალიზაცია''.