ქართველიშვილი იოსებ (სოსო) დავითის ძე
ქართველიშვილი იოსებ (სოსო) დავითის ძე

ქართველიშვილი იოსებ (სოსო) დავითის ძე (25. XII. 1941, თბილისი-20. III. 1996, თბილისი), კარტოგრაფი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი, კარტოგრაფიის სპეციალობით (1966). გაიარა დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში ალ. ასლანიკაშვილის ხელმძღანელობით (1969-1973) და ამუშავებდა საკვალიფიკაციო თემას. ამ პერიოდში დაეუფლა თემატური რუკების შექმნის მეთოდებს. შემდეგ სტაჟირება გაიარა უმაღლ. სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკ-ტზე სპეციალობით „აეროკოსმოსური მეთოდები გეოგრაფიულ კვლევაში“ და „კოსმოსური კარტოგრაფია“ (1978, მოსკ.) და სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს # 8 ფაბრიკაში რუკების შედგენის, გაფორმებისა და რედაქტირების საკითხებზე (1986). შეთავსებით მუშაობდა ქართ. საბჭ. ენციკლოპედიაში კარტოგრაფია-ილუსტრაციის რედაქტორად, შემდეგ უფრ. რედ. (1988-მდე). ქ. ი. მუშაობდა თსუ-ის ფიზ. ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე ასისტენტად (1971-1972), კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის უფრ. მასწავლებლად (1973-1989), ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური მეთოდების განყ-ბის გამგედ (1989-1996). ქ. ი.-ის სამეცნ.-კვლ. მუშაობა ძირითადად ეხებოდა მოსახლეობის სიმჭიდროვისა და განლაგების პრობლემებს, ეროვნ. სტრუქტურის ტერიტორიული დინამიკის რეტროსპექტულ კარტოგრაფირებას, საქართვ. ტურიზმის, ალპინიზმისა და კურორტების განვითარების პრობლემებს. საინტერესო სამუშაო ჩაატარა კოსმოსურ კარტოგრაფირებაშიც. გამოქვეყნებულია აქვს 10-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი: “XVIII ს-ის I მეოთხედის ქვემო ქართლის მოსახლეობის რეტროსპექტული კარტოგრაფირება” (საქართვ. სსრ მეცნ. აკად. მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1979, N 4); “კახეთის სამეფოს მოსახლეობის რეტროსპექტული კარტოგრაფირება: [XVIII ს. პირველი მეოთხედი” (საქ. სსრ მეცნ. აკად. მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1989, N 1); „ამდნარ მარილებში ქრომის ჟანგის დაქლორვის კინეტიკური კანონზომიერების შესახებ“ (მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2003, N7-9) და მისი რედაქტორობით გამოცემულია ათეულობით რუკა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ენციკლოპედიაში მოთავსებული რუკების რედაქტირება. სასკოლო გეოგრ. ატლასის გამოცემაში სხვებთან ერთად მიენიჭა სახელმწ. პრემია (1994). ლექციების კითხვა დაიწყო თსუ-ის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კათედრაზე, სადაც კარტოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებთან კითხულობდა ლექციებს (1973-1996).

ლიტ.: ხარაძე, კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.