ქართველიშვილი დავით კარლოს ძე
ქართველიშვილი დავით კარლოს ძე

ქართველიშვილი დავით კარლოს ძე (26.X.1963, თბილისი), ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატი (1990). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით (1985). მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: საცდელ-მეთოდ. გეოფიზიკურ ექსპედიციაში (1983–1987) - ინჟინრად, ჯგ. უფროსად (1987-1991), მთ. ინჟინრად (1992-1993); საქენერგოს გამოთვლით ცენტრში პროგრამისტად (1993-2001); ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში ინჟინრად (1995-2006), მეცნიერ-თანამშრომლად (2006-2018). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ახლო მიწისძვრებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის ნახტომისებური დახრების და დეფორმაციების კვლევა“ (1990). ქ. დ. არის რუკების თანაავტორი: საქართვ. ფიზ. რუკა, კავკასიის ფიზ. რუკა, საქართვ. ადმ. დაყოფა, ასევე რამდენიმე ადგილ. გამოყენებითი საგრანტო პროექტის ძირ. მონაწილე. თანაავტორობით შესრულებული აქვს პროექტები:   - საქართვ. გეოსაინფორმაციო სისტემების კარტოგრაფიული საფუძველი (ფონდი „ღია საზოგადოება თავისუფალი საქართველო“, 1995),  - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების ფაქტორები: გეოგრ. ანალიზი და პროგნოზი (საქართვ. მეცნ. აკადემია, 1996), ნავთობსადენის ტრასის ჰიდროლოგიური აღწერა და ეკოლოგიური ექსპერტიზა (1996), აჭარის გეოსაინფორმაციო სისტემა (1997), საქართვ. გეოსაინფორმაციო სისტემა (2000), გარდაბნის რ-ნის მიწის კადასტრი (2000–2001), მდ. არაგვის აუზის გეოგრ. საინფორმაციო სისტემა (2001), საქართვ. ეროვნ. ატლასი (2006-2009) და სხვ. ქ.დ. მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. და სამეცნ.–პოპულ. ნაშრომები, მათ შორის იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნ. ჟურნალში.

 ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ.(2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., განათლება.