-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ქართული ფილარმონიული საზოგადოება-დაარსდა საზ. მოღვაწის, ზაქარია ჩხიკვაძის თაოსნობით (1905). საზ-ბის გამგეობის წევრები იყვნენ: ზ. ჩხიკვაძე, ზ. ფალიაშვილი, ია კარგარეთელი, შ. ამირეჯიბი, ა. ყარაშვილი, ივ. მაჭავარიანი, გრ. აბაშიძე, კ. მაყაშვილი, ა. ყანჩელი, გ. ნადირაძე, დ. ჯორჯაძე და სხვ. პირველი თავ-რე იყო იოსებ სულხანიშვილი. შეიქმნა ქართ. ფილარმონიული საზ-ბის შერეული გუნდი (1908), ხელმძღვ. ზ. ფალიაშვილი. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ: ვ. დანოვსკი, ზ. ფალიაშვილი, ნ. სულხანიშვილი, გ. დალაქიშვილი და ზ. ჩხიკვაძე; გაიხსნა საზ-ბასთან არსებული მუს. სკოლა (1908), რ-ც ზ. ფალიაშვილი ჩაუდგა სათავეში, აქვე შეიქმნა სიმებიანი კვარტეტიც. კონცერტები იმართებოდა საქართვ. სხვადასხვა რეგიონში. ერთ-ერთ კონცერტზე, პირველად შესრულდა ნაწყვეტი ზ. ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“ (1913). საზ-ბის მოწვევით, მუს. სკოლის დირექტორად დაინიშნა დიმიტრი არაყიშვილი (1918). შემდეგ იგი გადაკეთდა „ქართულ სამუსიკო საზოგადოებად“ (1919) და ფილიალები გაიხსნა სოხუმსა და თელავში. “ქართული ფილარმონიული საზოგადოება” იყო ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი და შემომწირველი (1917-1918). იგი ხშირად მარტავდა ფოლკლორულ ექსპედიციებს. მისი თაოსნობით შეგროვდა და ფაქტობრივად გადარჩა ქართ. პოლიფონიური მემკვიდრეობა. შეიქმნა ქართ. მუს. სასწ. და დაარსდა საოპერო სტუდია, სადაც პირველად დაიდგა დ. ჩიმაროზას ოპერა „საიდუმლო ქორწინება“. აღნიშნულმა საზ-ბამ მნივნელოვანი როლი ი თამაშა ქართვ. ერის კულტ.- მუს. ცხოვრებაში.
ლიტ.: ქუთათელაძე, რ. (თანავტორი). (2015). ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ.; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: (1918-1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941137181; საქართვ. ეროვნ. არქივი: ფონდი 471, ან.1, საქმე 16, ფურც. 5ა.