-
ავტორი
- კატეგორიები: პერიოდული გამოცემა
ქართული წყაროთმცოდნეობა (ქწ). არის თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის სამეცნ. პერიოდული გამოცემა, რ-იც აქვეყნებს ინფორმაციას ნებისმიერი ეპოქის ყველა ტიპის და ყველა ენაზე არსებული ისტ. წყაროთა შესახებ და მათ საფუძველზე შექმნილი ისტ. რეპრეზენტაციებისადმი მიძღვნილ ნაშრომებს. ქწ ინტერდისციპლინური გამოცემაა და ფარავს ჰუმანიტარიისა და სოც.–პოლიტ. მეცნ. სხვადასხვა დარგს. კვლევითი სტ-ების გარდა იბეჭდება წყაროების ტექსტები კომენტარებით, წყაროებისა და სამეცნ. ლიტ-რის თარგმ., რეცენზიები, სამეცნ. ცხოვრების ფაქტების (კონფერენციები, სემინარები, წიგნის პრეზენტაციები და სხვ.) ამსახველი მიმოხილვები, დისკუსიის მასალები, სპეციალისტთა მოგონებები, ფოტომასალა და სხვ. ქწ–ის ენა ქართულია, თუმც იბეჭდება კვლევები ინგლ. და რუს. ენებზეც. ყველა ქართულენოვან პუბლიკაციას, მათ შორის, საინფორმაციო–მიმოხილვით წერილებსაც, ახლავს ინგლ. რეზიუმე, არაქართულ პუბლიკაციას – რეზიუმე ქართ. ენაზე.
ქწ პირველად გამოვიდა როგორც ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის წყაროთმცოდნეობის განყ-ბის თანამშრომელთა შრომების კრებ. (1965). ამ დროიდან მოყოლებული კრებ. ამ სათაურით გამოდიოდა გარკვეული ინტერვალებით: ტ. 2 (1968), ტ. 3 (1971), ტ. 4, (1973), ტ. 5 (1978 ), ტ. 6 (1985), ტ. 9 (1987), ტ. 10 (2004), ტ. 11 (2006). ტ. 12 ქწ დარეგისტრირდა როგორც ჟურნალი (2010-დან). ამის შემდგომ ქწ გამოდის სტაბილური ინტერვალით არსებითად შეცვლილი სტრუქტურით და ინტერდისციპლინური პროფილით, ახ. ფორმატითა და ფერადი გარეკანის ახ. დიზაინით: ტ. 13, 14 (2011/2012), ტ. 15, 16 (2013/2014). მომდევნო ტომები ქრონოლ. შემდეგია: ტ.17, ტ.18 (2015/2016), ტ. 19, ტ.20 (2017/2018), ტ. 21 (2019), ტ. 22 (2020), ტ. 23 (2021), ტ. 24 (2022), ტ. 25 (2023), ტ. 26 (2024), ტ. 27 (2025).
თავდაპირველად ქწ–ში იბეჭდებოდა მხოლოდ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის თანამშრომელთა ნაშრომები, მაგრამ შემდგომ გამოცემა იქცა ეროვნ. მასშტაბის სამეცნ. მედიად, სადაც იბეჭდება საქართვ. და საზღვარგარეთის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენელ მკვლევართა ნაშრომები. ქწ–ის პირველი ტომის რედ. იყო ვ. დუნდუა, მომდევნო რამდენიმე ტომი გამოსულია სარედ. კოლეგიის პ/მგებლობით, რამდენიმე ტომს რედ-ობდა რ. კიკნაძე, რამდენიმეს - გ. ალასანია. ქწ–ის ჟურნ-ად დარეგისტრირების შემდგომ რედ-ები არიან გ. ალასანია და მ. ჩხარტიშვილი, რედ-ების გუნდს შეუერთდა ზ. თარგამაძე (2021 –დან). ქწ შევიდა ჰუმანიტარული და სოც. მეცნ-ების ევრ. ინდექსში (ERIH PLUS) (2.VII.2024). ქწ–ში გამოქვეყნებული მასალა ხელმისაწვდომია Crossref-ის საშუალებით, რ-იც საერთაშ. წყაროებისა და გამოცემების რეგისტრაციის ავტორიტეტული სერვისია და უზრუნველყოფს ციფრული ობიექტების იდენტიფიკატორებს (DOI).
თხზ.: გ. ალასანია, მ. ჩხარტიშვილი. რედ-ებისაგან. ქართ. წყაროთმცოდნეობა. 2015/ 2016, ტ. 17–18.; გ. ალასანია, მ. ჩხარტიშვილი. რედ-ებისაგან. ქართ. წყაროთმცოდნეობა. 2024. ტ. 26.