-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ქარცივაძე იოთამ (ბიბი) (1918 ქ. თბილისი-1997 ქ. თბილისი). მათემატიკოსი, მექანიკოსი, პედაგოგი. თსუ-ის პროფესორი (1977). დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1940). მუშაობდა: საქ. მეცნ. აკად. მათ. ინ-ტში (1940-1956), ერთდროულად, ამიერკავკასიის გზათა მიმოსვლის ინ-ტში (1941-1942) და თსუ-ში (1942-1954); საქ. მეცნ. აკად. გამოთვლით ცენტრში (ამჟამად, ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტი), სხვადასხვა თანამდებობებზე: დირექტორის მოადგილე, განყოფილების უფროსი (1956-1997); ის თსუ-ში სათავეში ედგა მათ. ანალიზის კათედრას (1975-97). მის შრომებში შესწავლილია დრეკადობის თეორიის ძირითადი ამოცანები, რ-ებშიც მონახა მათი ეფექტური ამოხსნები ზოგიერთი არესთვის; მან შეისწავლა კოშის ტიპის ინტეგრალის თვისებები ინტეგრების გზის ბოლოების მახლობლად; იკვლევდა სინგულარულ და ინტეგრალურ ოპერატორებს წყვეტილი კოეფიციენტებით; ჰიპერბოლურ სივრცეში ორთოგონალურ ნამრავლს და ორთოგონალური სისტემების თვისებებს; მისი კვლევის თემებს აგრეთვე წარმოადგენდა, არაკომპაქტური საზღვრების მქონე არეში პოტენციალისა და ფუნქციონალური ანალიზის თეორიის საკითხები. ის იყო შესანიშნავი ლექტორი და მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი.
თხზ.:ქარცივაძე, ი. (მთარგმნელი). (1949). ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის საფუძვლები. სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 384 გვ.; ქარცივაძე, ი. (თანაავტორი). (1950). მათემატიკური ანალიზის კურსი, სახელძღვანელო სტუდენტებისთვის, ტ. 2, თსუ-ის გამ-ბა, 555 გვ.; ქარცივაძე, ი. (1981). მათემატიკური ანალიზი. სახელძღვანელო სტუდენტებისთვის, ტ. 1, თსუ-ის გამ-ბა, 527 გვ.