ქარცივაძე ამირან ილიას ძე
ქარცივაძე ამირან ილიას ძე

ქარცივაძე ამირან ილიას ძე (21. I. 1920 თბილისი - 14.V.1989, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1948). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში (1954-დან), სადაც ატომური ფიზიკის სექტორის ხელმძღვანელია (1972-დან). ხელმძღვანელობდა აგრეთვე საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სეტყვასაწინააღმდეგო სამსახურს (1966-1983); საქართვ. ჰიდრომეტეოროლ. და გარემოს კონტროლის სამმართველოს (1984-დან). 128-ზე მეტი სამეცნ. შრომის ავტორი, მათ შორის 2 მონოგრაფიის, აგრეთვე 25 გამოგონების ავტორი. მისი შრომები ძირითადად ეხება ატომური ფიზიკის საკითხებს. გეოფიზიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1967). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მათ შორის სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1985). ჯილდოები, პრემიები და პრიზები:სსრკ სახელმწ. პრემია სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით სეტყვასთან ბრძოლის მეთოდებისა და საშუალებების დამუშავებისა და დანერგვისათვის (1969); საპატიო ნიშნის ორდენი; ლენინის ორდენი; შრომის წითელი დროშის ორდენი.