კარტოზია ბონდო ილიას ძე
კარტოზია ბონდო ილიას ძე

კარტოზია ბონდო ილიას ძე (1923, სოფ. ბანძა, ახლანდ. მარტვილის მუნიციპ. - 22.I.2000, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი და ასპირანტურა (1951). ფილოსოფიის მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,ისტორიული მატერიალიზმის საკითხები კ. მარქსის და დ. ენგელსის შრომაში ,,გერმანული იდეოლოგია“(1952), თსუ-ის პროფესორი (1992). 100-მდე სამეცნ. სტატიის, რეცენზიისა და ფუნდამენტური მონოგრაფიების ავტორი ქართ. ფილოს. და სოციოლოგიის ისტორიის საკითხებზე. კ. ბ.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა ქართ. ფილოსოფიის ისტორია (XX ს. I მესამედი) და სოციოლოგიური აზრის განვითარების ეტაპები საქართველოში. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი დ. უზნაძის სოციოლოგიური კონცეფციები და ს. დანელიას ფილოსოფიურ-ეროვნ. მრწამსი. იკვლევდა ეროვნ. მოძრაობისა და კლასობრივი ბრძოლის თეორიულ ასპექტებს სოციოლოგიური ანალიზის ჭრილში.

თხზ.: კარტოზია, ბ. (1969). კლასობრივი ბრძოლის ლენინური თეორია და თანამედროვეობა. თბ., განათლება; კარტოზია, ბ. (1970). სერგი დანელია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კარტოზია, ბ. (1971). სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება და ქართული ფილოსოფიური აზრი. თბ., მეცნიერება; კარტოზია, ბ. (1980). დავით უზნაძის სოციოლოგიური შეხედულებანი (1910–1920). თბ., მეცნიერება; კარტოზია, ბ. (1986). ნარკვევები ქართული სოციოლოგიური აზრის ისტორიიდან (XX ს. 10–30-იანი წლები). თბ., მეცნიერება; კარტოზია, ბ. (თანაავტორი). (2008). სერგი დანელიას ეროვნული მრწამსი. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941122859; კარტოზია, ბ. (2011). ერი და ეროვნული მოძრაობა: სოციოლოგიური ანალიზი. ქუთაისი, ISBN: 9789941432323.