-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი მეცნიერ თანამშრომელი
ქარქაშაძე ნინო გურამის ასული (08.V.1964, ყვარელი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1987), დაიცვა დისერტაცია თემაზე „ორგანული კატალიზის განვითარება საქართველოში“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2004). იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლ. პრობლემათა ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1997-2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლ. ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-2018), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2018-დან). ქ. ნ.-ს სამეცნ. ინტერესები მოიცავს ეკოლ. სხვადასხვა ტიპის ამოცანების შესწავლას და ქიმ. და მიკრობიოლოგიური მეთოდებით მათი გადაჭრის გზების ძიებას. მნიშვნელოვანი კვლევები აქვს ჩატარებული აფლატოქსინების ადსორბციის მიმართულებით სულფიდური ლიგნინისა და იონიზირებული კლინოპტილოლიტის ბაზაზე დამზადებული პრეპარატებით, გააქტივებული ნახშირითა და გრაფენის ოქსიდით. ქ. ნ.-ს თანაავტორობით კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია სამეცნ. სტატიების სახით:„Natural waste use for mycotoxins adsorption“ (Georgian Scientists, 2022, 4(5)); „Aflatoxins Adsorption by Lignin Treated with Sodium Hydrocarbonate Using Technogenic Raw Materials“ (Bull. Georg. Natl. Acad. Sci, 2024, 18(2)). მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში: „Environmentally little dangerous preparation against plant pests“ (International Scientific and Practical Conference World science, 2018); „Adsorption of Aflatoxins using Natural Adsorbents“ (12 th International scientific and practical internet Conference, 2021, Dnipro, Ukraine) და სხვ. მონაწილეობდა ეუთო-ს დაფინანსებით საქართველოში ყოფილი საბჭ. სამხ. ბაზების მონიტორინგის და რაკეტული საწვავის ნეიტრალიზაციის პროექტებში (2007-2008).