-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი რუსთველოლოგი
კარიჭაშვილი ლია ანზორის ასული (12.IX.1974, გორის რ-ნი, სოფ. ხიდისთავი), ფილოლოგიის დოქტორი, რუსთველოლოგი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1997), ასპირანტურა ძვ. ქართ. ლიტერატურის სპეციალობით (2001). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „დავით კარიჭაშვილი – ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი“ (2003). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის რუსთველოლოგიის განყ-ბის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (2001-2003), სწავლული მდივანი (2002), ამავე განყ-ბის მეცნიერ თანამშრომელი (2003-2004); უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2004-2006); რუსთველოლოგიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი (2006-2025), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2025). სამეცნ. კრებ. „რუსთველოლოგიის“ პ/მგ მდივანი (2005-2014), რედაქტორის მოადგილე (2015). ძვ. ქართ. ლიტერატურასა და რუსთველოლოგიაში ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნ-ტში: გორის სახ. სასწ. უნ-ტი (2019-2020); საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტი (2011-2016). ამავე უნ-ტის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2014-2015). თბილ. კლასიკური გიმნაზიის ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (2005-2010).
შედარებითი ლიტერატურის ქართ. ასოციაციის წევრი (GCLA, 2021); ინტერდისციპლინური კვლევების საერთაშ. ცენტრის წევრი (2025). არის 100-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი და მრავალი საერთაშ. და ადგილ. კონფერენციის მონაწილე.
თხზ.:კარიჭაშვილი, ლ. (2011). ვეფხისტყაოსანი და პოსტმოდერნიზმი. თბ., ნეკერი, ISBN 978-9941-416-48-4; კარიჭაშვილი, ლ. (2013). მსახურება ღვთისა და ერისა. თბ., ჩვენი მწერლობა, ISBN 978-9941-0-5581-2; კარიჭაშვილი, ლ. (თანაავტორი). (2016). ტერმინი, ცნება და პარადიგმა ვეფხისტყაოსანში. თბ., მწიგნობარი, ISBN 978-9941-465-62-8; Karichashvili, L . (2017). Issue of Tolerance in „The knight Panther’s Skin ,“The Knight Panther’s Skin: A Masterpiece in World Literature, Nova Publishers, New York, ISBN: 978-1-53610-200-0; Karichashvili, L. (2018). Besarion Gabashvili (Besiki), Christian-Muslim Relations: A Bibliographical History (Co-author), Volume 12, Asia, Africa and the Americas (1700-1800). Leiden-Boston, E-Book ISBN: 9789004384163; კარიჭაშვილი, ლ. (2020). დუმილიდან იდუმალებამდე. თბ., ბიბლიო, ISSN 978-9941-8-2907-9; Karichashvili, L . (2024). Wisdom, Mind, and Prudence (For the Definition of Concepts)“, Identifying Cultural Intersections in the Works of Shota Rustaveli and Nizami Ganjavi. Cambridge Scholars Publishing, ISBN: 1-0364-1361-6; Karichashvili, L . (2024). „The Good“, Identifying Cultural Intersections in the Works of Shota Rustaveli and Nizami Ganjavi. Cambridge Scholars Publishing, ISBN: 1-0364-1361-6.