- კატეგორიები: ასისტენტ-პროფესორი ქიმიკოსი
ქარჩხაძე მარინა გივის ასული (29.V.1955, ონის რ-ნი სოფ. ანკარა (ქრისტესი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. კანდ. (1990), წარმატებით დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1979). იმავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თსუ–ის ასპირანტურაში მაღალმოლეკულურ ნაერთთა (მმნ) ქიმიის სპეციალობით (1979-1982).მიენიჭა დოცენტის სამეცნ.-პედაგ. წოდება (1997). მუშაობდა უმცროს მეცნიერ თანამშრომლად მმნ ქიმიის კათედრაზე სახელშეკრულებო თემებში (1980-1988); იყო მმნ ქიმიის კათედრის ლაბორანტი (1988-1991); კათედრის მასწავლებელი (1991-1993); კათედრის უფრ. მასწავლებელი (1993-1996); კათედრის დოცენტი (1996-2006); კათედრის ასისტენტ პროფესორი (2006-დან). მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის გამგე (2022-დან). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ორგანოსილოქსანური და სილსესქვიოქსანური ოლიგომერები და პოლიმერები α-ნაფტალინის რადიკალებით სილიციუმის ატომთან და 1,4-ბის(დიორგანოსილჰიდრო)ნაფტილენსილოქსანური ფრაგმენტებით ჯაჭვში“ (1990). ქ.მ. იყო მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის გამგის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, სახელმწ. გამოცდების კომისიის მდივანი, თურქი სტუდენტების კურატორი (2006-2007), ნორჩ ქიმიკოსთა სკოლის პედაგოგი, თსუ–ის მაგისტრარურაში მისაღები და სააპელაციო კომისიის წევრი, სტუდენტთა სამეცნ. წრის თავ-რე (2014-დან), ყოველწლიური საფაკულტეტო კონფერენციის საორგანიზაციო კომისიის წევრი, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების მოხსენებათა შეფასების კომისიის წევრი (მდივანი), თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ქიმიის დეპარტამენტში ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკად. თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო (2023) და საკონკურსო (2024) კომისიის მდივანი. ქ.მ. სხვადახსვა წლებში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებთან ატარებდა სემინარებს და ლაბორატორიულ სამუშაოებს მაღალმოლეკულურ (მაკრომოლეკულურ) ნაერთთა ქიმიაში, ქიმიის შესავალში, ფარმაცევტულ ქიმიაში, პრაქტიკულ მეცადინეობებს სამედ. ქიმიაში (თსუ–ის მედ. ფაკ-ტი), ხელმძღვანელობდა საწარმოო პრაქტიკას. ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში წაკითხული აქვს ლექციები შემდეგ საგნებში: საქ. კოოპერაციის ინ-ტში ბიოარაორგანული და ბიოორგანული ქიმიის კურსი (2004-2005); მაკრომოლეკულების ქიმია-1; მაკრომოლეკულების ქიმია-2; მაკრომოლეკულების ქიმიის რჩეულ თავები; მაკრომოლეკულების სინთეზი; მაკრომოლეკულური რეაქციები; ბუნებრივ და სამედ. დანიშნულების პოლიმერები და პოლიმერული ხსნარები. ქ.მ. 140-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის და ერთი პატენტის ავტორია. ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა საგრანტო პროექტებში, საერთაშ. და რესპუბლიკურ კონფერენციებში, წაკითხული აქვს სექციური და პლენარული მოხსენებები. არის ერთი დოქტორანტის სამეცნ. ხელმძღვ., მისი ხელმძღვანელობით დაცულია საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები.
თხზ.: ქარჩხაძე, მ. (თანაავტორი). (1997). პრაქტიკუმი მაღალმოლეკულურ ნაერთთა სინთეზში მეთოდური მითითებებით. თბ., უნ–ტის გამ–ბა; Karchkhadze, M. (თანაავტორი). (2002). Synthesis and investigation of the properties of poly(phenyl-a-naphtylsilylene) dimethylsilylene copolymers. Journal of Applied Polymer Sciences, 85 (5), 1047-1056; Karchkhadze, M. (თანაავტორი). (2002). Synthesis and investigation of the properties of silaoxidihydrophenanthrene-diphenylsiloxane fragments containing bloc-copolymers. Journal of Applied Polymer Sciences, 84, 9-16; Karchkhadze, M. (თანაავტორი). (2003). Arylenecyclo-siloxane-dimethylsiloxane copolymers. International Journal of Polymeric Materials. 52 (10), 877-889; Karchkhadze, M. (თანაავტორი). (2020). Further study on enantiomer resolving ability of amylose tris(3-chloro-5-methylphenylcarbamate) covalently immobilized onto silica in nano-liquid chromatography and capillary electrochromatography. J. Chromatogr. A 1623 461213; Karchkhadze, M. (თანაავტორი). (2024). Comparative study of cellulose tris(3-chloro-5-methylphenylcarbamate) coated or covalently immobilized on silica for separation of enantiomers in high-performance liquid chromatography. J.Chromatogr. 87, 27–34; Karchkhadze, M. (თანაავტორი). (2025). Insights into the separation, enantio-sepa-ration and recognition mechanisms of methamphetamine isotopologues on achi-ral and polysaccharide-based chiral columns in high-performance liquid chromatog-rammphy. Anal. Chim. Acta, 1337 343542.