ქარჩავა ზაზა მალხაზის ძე
ქარჩავა ზაზა მალხაზის ძე

ქარჩავა ზაზა მალხაზის ძე (31.VIII.1998, სოფ. ჭოღა, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი. თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ძვ. ქვეყნების ისტ. განყ-ბის მეცნ. თანამშრომელი (2025). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის საბაკალავრო (2021) და ძვ. ენებისა და ცივილიზაციების სამაგისტრო პროგრამა (2023). ამჟამად სწავლობს თსუ-ის ისტ. სადოქტორო პროგრამაზე. ქ.ზ.-ს გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. სტ-ები ძვ. ისტ. აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, არის არაერთი საერთაშ. და ადგილ. კონფერენციის მონაწილე. სამეცნ. ინტერესის ძირითად სფეროებს წარმოადგენს ანტ. ისტორიოგრაფია, ძვ. მსოფლიოს ისტ. საკითხების შესწავლა ქართ. ისტორიოგრაფიაში, ძვ. მსოფლიოს ისტ. სწავლების საკითხები, ანტ. სამყაროს პოლიტ., სოც.-ეკონ. და სამართლის ისტ. საკითხები.  

ქ.ზ.-ს სამეცნ. ნაშრომებიდან აღსანიშნავია მისი გამოკვლევა მსოფლიოს ისტ. პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს შესახებ, რ-იც უცნობი და შეუსწავლელი იყო. სამეცნ. ნაშრომში თანადროული ისტორიოგრაფიული ტენდენციების ფონზე განხილულია ქართვ. კათოლიკე ბერების მიერ საფრანგეთში გამოცემული ისტ. პირველი ქართ. სახელმძღვანელო. ასევე აღსანიშნავია მისი სამეცნ. ნაშრომები მიძღვნილი ძვ. მსოფლიოს ისტ. სწავლების საკითხებისადმი. აღნიშნულ ნაშრომებში ქართ. სამეცნ. სივრცეში პირველად არის დასმული საკითხი რუსეთის იმპერიაში შემავალ საქართველოში, საქართვ. დემოკრატიულ რესპ. და საბჭ. ეპოქაში ძვ. მსოფლიოს ისტ. სასკოლო და საუნ-ტო სწავლების საკითხების შესახებ.

ქ.ზ.-ს რამდენიმე ნაშრომი აქვს მიძღვნილი ხეთური საზ-ების სოც.-ეკონ. მახასიათებლების შესახებ, ასევე ძვ. რომის რესპ. „აგრარული“ და სამართლის ისტ. საკითხებისადმი, რ-ებშიც ახ. წყაროების გამოყენებით განხილული და გამოკვლეულია სოც.-ეკონ. ისტ. მნიშვნელოვანი საკითხები. ქ.ზ. არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტზე გამომავალი ჟურნ. „სტუდენტური საისტორიო ძიებანის“ მთ. რედაქტორი.