ქარჩავა თეა ზურაბის ასული
ქარჩავა თეა ზურაბის ასული

ქარჩავა თეა ზურაბის ასული (22. VII. 1974, სიღნაღი), ისტორიკოსი-მედიევისტი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1996). იყო თსუ-ის შუა სს ისტ. კათედრის ასპირანტი (1997-2000);  ქ. თბილ. კერძო სკოლა „ლაშარის“ ისტ. მასწავლებელი (1996-1997); პროფკავშირების უმაღლესი სასწავლებლის  კოლეჯის  ისტ. მასწავლებელი (2000-2001);  ისტორიის მეცნ. კანდ. (2001);  თსუ-ის დოცენტი (2002-2006); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2006-2008); საქართვ. უნ-ტში მოწვეული ლექტორი (2009-2010);  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ეროვნ. სასწ. გეგმისა და შეფასების ცენტრის ისტ. ექსპერტი (2010-2012); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2010-2021);  ეროვნ. სასწ. გეგმებისა და რესურსების შეფასების დეპარტამენტის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზ. მეცნიერებების ჯგუფის უფრ. (2012-2017); მოწვეული ლექტორი კავკასიის უნ-ტში (2019); სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის განათლების, მეცნ. და ახალგაზრდობის სამინისტროს ისტ. ექსპერტი  (2018-2024); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2021-დან). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „ტომას კრენმერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებანი“ (2001). სხვადასხვა პერიოდში იყო: ახალგაზრდა მეცნ. საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელი (2003-2006); ევრ. ცენტრალური უნ-ტის  კურიკულუმის განვითარების ცენტრის სასწ.-კვლევითი პროგრამის მონაწილე (2005); ოქსფორდის უნ-ტის სტიპენდიატი - მიწვეული მკვლევარი-მეცნიერი  (Oxford Colleges Hospitality Scheme, 2006);  სტამბოლის ამერ. უნ-ტის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებული, თურქეთი  (Bilgi University 2006); ღია საზ-ბის ინ-ტის „ფაკულტეტის განვითარების პროგრამის“ სტიპენდიატი კოლუმბიის უნ-ტში, ნიუ-იორკი, აშშ (OSI Faculty Development Fellowship Program at Columbia University, USA,  2007, 2008, 2009);  კემბრიჯის უნ-ტის სტიპენდიატი - მიწვეული მკვლევარ-მეცნიერი (Cambridge Colleges Hospitality Scheme 2010);  ზოგადი განათლების   სისტემის სასწ. ტურის მონაწილე, ტალინი, ესტონეთი (2015); გეორგ ეკერტის ინ-ტის სტიპენდიატი - განათლების სისტემის და ისტ. სწავლების მეთოდიკის მკვლევარი, ბრაუნშვაიგი, გერმანია (2017);   პავიის უნ-ტის საერთაშ. განათლების პროგრამის, კიკოპსის კვლევითი სტიპენდიის მფლობელი, იტალია (CICOPS,  2018); ქვემო საქსონიის მიწის ჰუმანიტარული და სახელოვნებო კვლევითი ცენტრის, ჰერცოგ აუგუსტის ბიბლიოთეკის (HAB) სტიპენდიატი, გერმანია (2024). არის  ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების მონაწილე; სამეცნ. ნაშრომები დაბეჭდილი აქვს ქართ. და ინგლ. ენებზე საქართვ. და საზღვარგარეთის ქვეყნებში; არის თსუ-ის სამეცნ. ჟურნ. „შუა საუკუნეების ისტორიის საკითხების“ რედკოლეგიის წევრი (2001-2005); არაერთი სამეცნ. ნაშრომის რედ. და  რეცენზენტი;  ერაზმუს+ სტიპენდიატი (ეტვოშ-ლორანდის უნ-ტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, 2023, 2024);   თსუ-ის  წარმომადგენლობითი საბჭოს-სენატის  წევრი (2022-დან);   50-ზე მეტი სამეცნ.  და  სასწ.- მეთოდიკური  ნაშრომის ავტორი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ქარჩავა, თ. (თანაავტორი). (2004). შუა საუკუნეების ისტორია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9994012088; ქარჩავა, თ. (2005). საქართველო და ჯვაროსნული აღმოსავლეთი ჟაკ დე ვიტრის ცნობების მიხედვით. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941109843; ქარჩავა, თ. (თანაავტორი). (2015). დასავლეთ ევროპის ისტორია (XVI საუკუნე). თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941109478; ქარჩავა, თ. (2021). საქართველო XVI საუკუნის ევროპულ წყაროებში. თბ., სამშობლო, ISBN: 9789941139901.