კარბელაშვილი მარიამ იულონის ასული
კარბელაშვილი მარიამ იულონის ასული

კარბელაშვილი მარიამ იულონის ასული (31.III.1932, ქ. თბილისი). ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი. დაამთავრა თსუ–ის დას. ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1955). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის რუსთველოლოგიის განყ-ბის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1960-1978), ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (1974), ამავე ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1978-1997), ამავე ინ-ტის სადისერტაციო სამეცნ. საბჭოს მდივანი (1986-1990), ამავე ინ-ტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი (1997-2005), თსუ–ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის რუსთველოლოგიის სამეცნ.-კვლ. ცენტრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2005-2015). დაჯილდოვებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ–ტის მედლით (2015).

თხზ.: კარბელაშვილი, მ. (თანაავტორი). (2016). The Knight in the Panther’s Skin – a Masterpiece in the World Literature. New York: Nova publishers, ISBN-978-1-53610-200-0; კარბელაშვილი, მ. (თანაავტორი). (2016). Literature in Exile: Emigrants’ Fiction.  20th Century Experience. Cambridge Scholars Publishing. ISBN 1-4438-9710-8; კარბელაშვილი, მ. (თანაავტორი). (2016). ტერმინი, ცნება და პარადიგმა „ვეფხისტყაოსანში“. თბ., მწიგნობარი, ISBN 978-9941-465-62-8; კარბელაშვილი, მ. (თანაავტორი). (2016). სიტყვა ხატადქმნილი. თბ., ბიბლიო, ISBN 978-9941-0-9014-1; კარბელაშვილი, მ. (თანაავტორი). (2013). ვიქტორ ნოზაძე - კვალი ქართული კულტურის ისტორიაში. თბ., ლიტერატურის ინ–ტის გამომც., ISBN 978-9941-0-62-38-4; კარბელაშვილი, მ. (თანაავტორი). (2001). გიორგი ლეონიძე. თბ., საარი, ISBN 99928-39-27-9; კარბელაშვილი, მ. (თანაავტორი). (1993). ქართული მწერლობის საკითხები. თბ., მეცნიერება, ISBN 5520-01473-6; კარბელაშვილი, მ. (1977). ვეფხისტყაოსნის ხელნაწერთა ისტორიული კლასიფიკაციისათვის. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკადემია, შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის ინ–ტი, მეცნიერება.