-
ავტორი
- კატეგორიები:
კაპანაძე ნინო ანდროს ასული (19.III.1974, ონი), ინჟინერ-გეოფიზიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის სამთო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი (1996), მაგისტრი. არის ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (2011). დაამთავრა დოქტორანტურა (2024). არის ააიპ ,,საქართველოს გეოთერმული ასოციაციის “ წევრი. მიიღო მონაწილეობა საერთაშ. კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები:,,მიწისძვრის მომზადების პერიოდში დედამიწის გეოდინამიურ ველში დარღვევების გამოვლენის მეთოდიკა“ (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ., 2015. ტ. 18ა); ,,Using of Thermodynamic Indices to Characterize Tornadoes under Climate Change Conditions“ (The Seventh Eurasian Conference RISK-2025 “Risk-Oriented Design and Operation of Infrastructure Systems: Sustainability Paradigm”, Abstract Book, 2025); ,,Assessment of Rn222 Distribution in Water and Soil Gas in the Shida Kartli Region, Georgia” (1st International Scientific Conference “Modern problems in Geophysics” (Proceedings, 2025).