-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
კაპანაძე ლია ანდროს ასული (01.V.1937, თბილისი). ინჟინერტ-ექნოლოგი, დოცენტი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მსუბუქი მრეწველობის ფაკ-ტი, ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგიის სპეციალობით (1955-1960); მოსკოვის სატრანსპ. ინ-ტის მანქანათა ნაწილების კათედრის ასპირანტურა (1962-1966); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნ. კანდ. (1969), შემდეგ კი დოცენტის წოდება. კ. ლ. მუშაობდა პოლიტექნ. ინ-ტში; თსუ-ის მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკ-ტის, მშენებლობისა და მომსახურების სფეროს ტექნ. და ტექნოლოგიის კათედრის დოცენტად (1977-დან). იგი ავტორი და თანაავტორია სამეცნ. ნაშრომებისა: „Определение динамических крутящих моментов гидротрансформатора с учетом вынужденных крутильных колебаний“ (Труды Грузинского политех. ин-та, 1969, N1); „К вопросу определения скоростей воздушного потока в зоне барабан-шляпки в чесальных машинах“ (Труды Грузинского политех. ин-та, 1969, N2); „К вопросу определения динамического коэффициента трансформации гидротрансформатора“ (Труды Грузинского политех. ин-та, 1965, N4); „Изыскание путей торможения главного барабана при остановке чесальных машин“ (Труды Грузинского политехн. ин-та,1969, N3); „Полярографическое изучение хлорида марганца на фоне расплавленного хлорида калия“ (Сообщения Акад. Наук Грузинской ССР, 1977, т. 85, N1).
თხზ.: კაპანაძე, ლ. (1979). სამკურნალო წარმოების მანქანები და მათი ავტომატიზაცია: ლექციების კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კაპანაძე, ლ. (თანაავტორი). (2003, 2007). საზოგადოებასთან ურთიერთობა. თბ., ეკონ. და მენეჯმ. კონსულტ. ასოც., ISBN: 9789941000935.