კაპანაძე გიორგი
კაპანაძე გიორგი

კაპანაძე გიორგი (20.IX.1949,  ახალციხე), მათემატიკოსი. დაამთავრა კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა (1966), თსუ-ის მექანანიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1971), დოქტორანტურა (1971-1974), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1985), მეცნ. დოქტორი (2003). თსუ-ის დოცენტი (1984-2003), თსუ-ის პროფესორი (2003-დან),  თსუ-ის თეორ. მექან. კათედრის გამგე (1993-2006), კ.ზავრიევის სახ. სამშ. მექან. და სეისმომედეგობის ინ-ტის მთ. სპეციალისტი (2007-2009), თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ- თანამშრომელი (2009), თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010). კ. გ.-ს შრომები ეძღვნება კომპლექსური ანალიზის მეთოდების გამოყენებას დრეკადობის ბრტყელი თეორიისა და ფირფიტის ღუნვის  ამოცანებში.  ეფექტურად იქნა აგებული ორი ამოზნექილი ტეხილით შემოსაზღვრული ორადბმული არის წრიულ რგოლზე კონფორმულად გადამსახავი ფუნქცია (კრისტოფელ შვარცის ფორმულების ანალოგი),  მიღებული იქნა კოლოსოვ-მუსხელიშვილის ფორმულების ანალოგი ბლანტი დრეკადობის თეორიის შემთხვევაში (თანაავტორი)  და  შესწავლილი იქნა ბლანტი დრეკადი ფირფიტის ძირითადი სასაზღვრო ამოცანები. გამოკვლეულია  ფირფიტაში თანაბრად მტკიცე კონტურის მოძებნის ამოცანები.  აღნიშნული ამოცანების ამოხსნები აგებულია ეფექტური სახით. კ. გ. თსუ-ში კითხულობდა ლექციების კურსს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამებით (2002-2011). ხელმძღვანელობდა საბაკალავრო  პროგრამებს თეორიულ მექანიკაში, დრეკადობის თეორიაში, მათემატიკურ ანალიზში, მასალათა გამძლეობასა და სამშენებლო მექანიკაში, კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიაში, სამაგისტრო პროგრამას უწყვეტ გარემოთა მექანიკაში (2002-2006). 

ლიტ.: მახვილაძე, ნოდარ. (2016).  საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები. თბ., ISBN 9789941086571