კაპანაძე დავით
კაპანაძე დავით

კაპანაძე დავით რაფიელის ძე (24.VII.1974, ქ. თბილისი) - ქართვ. მათემატიკოსი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (2003), აკად. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ვ. კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა-ინტერნატი (1991), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1996) და ასპირანტურა (1999). ასპირანტურის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში, სადაც შეუდგა მუშაობას საკანდიდატო დისერტაციაზე „სასაზღვრო ამოცანები ბზარის კონფიგურაციით და ამონახსნთა ასიმპტოტიკები“, რ-იც წარმატებით დაიცვა (1999-2003). ამჟამად მუშაობს ინ-ტის მათ. ფიზ. განყ-ბის მთ. მეცნ. თანამშრომელის პოზიციაზე, აგრეთვე არის თბილ. თავისუფალი უნ-ტის პროფესორი. კ. დ.-ს სამეცნ. კვლევის ინტერესები ძირითადად დაკავშირებულია მათ. ფიზიკის ამოცანების შესწავლასთან. ის არის 1 მონოგრაფიისა და 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მიღებული შედეგები ძირითადად ეხება: სინგულარობის მქონე მრავალსახეობებზე ელიფსური ტიპის განტოლებებისათვის სასაზღვრო ამოცანების შესწავლას ფსევდო-დიფერენციალური ოპერატორების გამოყენებით; კუთხოვან არეში ჰელმჰოლცის განტოლებებთან დაკავშირებული სასაზღვრო ამოცანებისთვის არსებობისა და ერთადერთობის შედეგებისა და ამონახსნის წარმოდგენის ფორმულების მიღებას; დისკრეტული ჰელმჰოლცის განტოლებისათვის სხვადასხვა მესერზე რეილიჰ-ზომერფელდის გაფანტვის თეორიის დისკრეტული ანალოგის შექმნასა და გამოყენებას.  კ. დ. არის რამდენიმე საერთაშ. გრანტის მფლობელი და ორი ადგილ. სამეცნ. გრანტის ხელმძღ.

თხზ.: Kapanadze, D., Schulze, B.-W. (2003). Crack Theory and Edge Singularities. Mathematics and its Applications, 561. Kluwer Academic Publishers Group, Dordrecht, xxviii+485 pp. ISBN: 1-4020-1524-0.