-
ავტორი
- კატეგორიები: დრამატურგი კურსდამთავრებული
კანდელაკი ვალერიან (19. VIII, 1918, სოფ, სუფსა, ლანჩხუთის რაიონი-02. IV.1983, თბილისი, დიდუბის პანთეონი). დრამატურგი. იყო საქართვ. ხელოვნების დამსახ. მოღვაწე (1961), დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით. კ. ვ. თავდაპირველად სწავლობდა ბათუმის პედ. ინ-ტში ჯერ მათ., შემდეგ ფილოლ. ფაკ-ტზე (1936); მან ასევე დაუსწრებლად დამთავრა საკავშ. იურიდ. ინ-ტის სრული კურსი; მოგვიანებთ ამთავრებს თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტს (1940) და იწყებს იურისტად მუშაობას; იმ პერიოდში ბათუმის თეატრს. სათავეში ედგა გამოჩენილი ქართვ. რეჟ. ჩხარტიშვილი, რ-ის სპექტაკლებმაც განსაზღვრა ახალგაზრდა იურისტის შემდგომი ცხოვრების გზა; იგი ჩამოშორდა თავის პროფესიას და ხელი მოჰკიდა მწერლობას; თეატრ. დაიდგა მისი რამდენიმე ნაწარმოები, მათ შორის დიდ სამამულო ომისადმი მიძღვნილი პიესა "ბაბუა თევდორე", რ-იც ასევე წარმატებით იდგმებოდა ჭიათურის თეატრში. სცენაზე; ამას მოჰყვა "სარეველა"; "მაია წყნეთელი"; "ქართლის ჩირაღდნები"; "ნაკრძალში"; "დრო-24 საათი"; "გრძელი დღე"; "ოქროს საწმისი"; "აიეტი" და სხვა.; ახალგაზრდა დრამატურგს ეკუთვნის "მაია წყნეთელის" კინოსცენარი, რ-იც რეზო ჩხეიძემ გადაიღო; მისივე სცენარით. განხორციელდა სატელევიზიო დადგმები - "მოლოდინი", "იხატებოდა სურათი" და ა.შ.
თხზ.: კანდელაკი, ვ. (1952). ამაღლებული სოფელი: კომედია 4 მოქმედებად. ბათუმი, აჭარის სახელგამი; კანდელაკი, ვ. (1954). რევაზ პირველი: პიესა 4 მოქმ.: 7 სურათად. ბათუმი, აჭარის სახელგ.; კანდელაკი, ვ. (1966). ქართლის ჩირაღდნები, სარეველა, ხევსურული ბალადა: პიესები. თბ., ლიტერატურა და ხელოვნება.
ლიტ.: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო. თბ., 1988; მამულიშვილთა სავანე. თბ., 1994.