-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი პროფესორი
კანდელაკი დალი გიორგის ასული (21.XI.1964, თბილისი), ისტორიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2003), ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის რუსეთის ისტორიის კათედრის ხელმძღვ. (2013-დან). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1988) და ასპირანტურა (1991). წინასადიპლომო პრაქტიკა (1987-1988) და ასპირანტურის კურსი (1990-1991) გაიარა გერმანიაში, იენის უნ-ტში. არის ისტორიის მეცნ. კანდ. (1992), ისტორიის მეცნ. დოქტ. (2002), საქართვ. პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნიერ-სტიპენდიატი (2003-2004), თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის რუს. ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი (1992-2001), თსუ-ის რუსეთ-საქართვ. ურთიერთობების ისტორიის კვლევის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (2001-2002), თსუ-ის რუსეთ-საქართვ. ურთიერთობების ისტორიის კვლევის ლაბორ. ხელმძღვ. (2002-2006), თსუ-ის რუსეთის ისტორიის კათედრის დოცენტი (2002-2003), თსუ-ის რუსეთის ისტორიის კათედრის პროფესორი (2003-2006), თსუ-ის მოწვეული პროფესორი (2007-2013). კ.დ. არის თსუ-ის სლავისტიკის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის რუსეთის ისტორიის კათედრის ხელმძღვ. (2013-დან), „რუსეთისმცოდნეობის“ ბაკალავრიატის (2015-დან), მაგისტრატურისა (2008-დან) და დოქტორანტურის საგანმან. პროგრამების ხელმძღვ.(2009-2024), დოქტორანტურის საგანმან. პროგრამის „ისტორია“ თანახელმძღვანელი (2024-დან). კ.დ. იყო თსუ-ის ბაკალავრიატის განყ-ბის უფრ. (2007-2008), თსუ-ის სასწ. პროცესის მართვის განყ-ბის უფრ. (2008-2009), თსუ-ის სასწ. პროცესის მართვის დეპარტ. უფრ. (2010-2018). კ.დ. არის თსუ-ის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს აპარატის უფრ. (2018-დან).
თხზ.: კანდელაკი, დ. (1995). საქართველო XVIII საუკუნის მეორე ნახევრის გერმანულ წყაროებსა და საისტორიო ლიტერატურაში. თბ., უნტ-ის გამ-ბა; კანდელაკი, დ. (2001). გერმანელ მეცნიერთა და მოგზაურთა შრომები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ (XIX საუკუნის I ნახევარი). თბ., უნტ-ის გამ-ბა; კანდელაკი, დ. (2001). მასალები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ გერმანულ პერიოდულ გამოცემებში (XIX საუკუნის პირველი ნახევარი). თბ., უნტ-ის გამ-ბა; კანდელაკი, დ. (2002). გერმანული წყაროები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ (XVIII საუკუნის II ნახევარი). თბ., უნტ-ის გამ-ბა; კანდელაკი, დ. (2003). საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხები გერმანულ წყაროებში. თბ., უნტ-ის გამ-ბა; კანდელაკი, დ. (2009). ევროპელები კავკასიის შესახებ. თბ., გამომც. უნივერსალი; კანდელაკი, დ. (2010). ჰაინრიხ თეოდორ ველეს მოგზაურობა საქართველოში. თბ., უნტ-ის გამ-ბა; კანდელაკი, დ. (2019). უცნობი კავკასია XIX საუკუნის უცხოური წყაროების მიხედვით. თბ., უნტ-ის გამ-ბა.