-
ავტორი
- კატეგორიები: გეოლოგი საპატიო დოქტორი
კალმი ვოლი (Volli Kalm, 10. II. 1953, ვანდრა, ესტონეთი) უნ-ტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, მის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ტარტუს უნ-ტის რექტორს, პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (06.11.2017).
კ. ვ. ქალაქ ვანდრას გიმნაზიაში სწავლობდა (1964-1971). მან გეოლოგის დიპლომით დაასრულა ტარტუს უნ-ტი (1976), შემდეგ კი ესტონეთის მეცნ. აკადემიის გეოლოგიის ინ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გეოლოგიის მეცნიერებებში (1984). 1988 წელს სწავლა განაგრძო პოსტდოქტორანტურაზე ალბერტის უნ-ტში.
კ. ვ. ესტონეთის სამეცნ. საბჭოს თავმჯდომარეა (2012). იგი ტარტუს უნ-ტის პროფესორი (1992), შემდეგ კი – რექტორია (2012). ამავე უნ-ტში სხვადასხვა დროს იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: ლექტორი (1986–1988), უფრ. მასწავლებელი (1988–1992), ტარტუს უნ-ტის ბაზაზე არსებული გეოლოგიის ინ-ტის გამგე (1992–1995), ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკ-ტის დეკანი (1995–1998), ვიცერექტორი სასწავლო დარგში (1998–2003).
კ. ვ.-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: პალეოკლიმატოლოგია, გამყინვარების პალეოგეოგრაფია და ქრონოლოგია, გეოარქეოლოგია. მისი ხელმძღვანელობით შვიდმა სტუდენტმა დაიცვა სადოქტორო ხარისხი, ექვსმა კი – სამაგისტრო.
კ. ვ. ესტონეთის თეთრი ვარსკვლავის მეოთხე კლასის ორდენის კავალერია.