ქალდანი მაქსიმე მურზას ძე
ქალდანი მაქსიმე მურზას ძე

ქალდანი მაქსიმე მურზას ძე (1913, სოფ. თავრალი, მესტიის რაიონი-8. XI. 1981), ეთნოლოგი, ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, საქართვ. მთიანეთის ეთნოგრაფიული ყოფის, ფოლკლორის მკვლევარი, ფილოლ. მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი. დაამთავრა თბილ. პედ. სასწავლებელი (1932) და დაიწყო მუშაობა მასწავლებლად სოფ. ბაკურციხის დაწყებით სკოლაში (1934-მდე). სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე (1934-1939). მუშაობდა ზემო სვანეთის სკოლებში (1939-1948). მიიღეს საქ. სსრ მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1948). დაიცვა დისერტაცია ფილოლ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად (1954) და აირჩიეს უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1956). მოიპოვა ფილოლ. მეცნ. დოქტ. სამეცნ. ხარისხი (1969). მისი მეცნ. კვლევის სფერო მოიცავდა ქართველური ენების ისტორიულ-შედარებით შესწავლას, განსაკუთრებით კი სვანურის ფონეტ. სისტემის, გრამატ. სტრუქტურის, ლექსიკისა და ტოპონიმიკის საკითხებს. ამ დარგში კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, როგორც ძვ. ქართ. ენის პროფ. დაბეჭდა 40-მდე გამოკვლევა, აქედან ერთი მონოგრაფია „სვანური ენის ფონეტიკა, უმლაუტის სისტემა სვანურში“ (ა. შანიძესთან და ზ. ჭუმბურიძესთან თანაავტორობით). მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ა. შანიძისა და ვ. თოფურიას მიერ დაარსებული სერიის-სვან. ტექსტების შეკრებისა და გამოცემის საქმეში: გამოიცა ამ სერიის სამი ტომი (ბალსქვემოური, ლაშხური და ლენტეხური კილოების მასალები 1967-1979 წწ-ებში). მან გარკვეული წვლილი შეიტანა აკად. ვ. თოფურიას მეცნიერ. მემკვიდრეობის შესწავლაში: გამოსცა ა. დავითიანის მიერ შეკრებილი სვან. ანდაზები, რედაქცია გაუკეთა რამდენიმე ისტ.-ფილოლ. ხასიათის გამოკვლევას. იყო ენათმეცნ. ინ-ტისა და თსუ-ის სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი. ქართველოლოგი, საქართვ. მთიანეთის ეთნოგრაფიული ყოფის, ფოლკლორის მკვლევარი, ფილოლ. მეცნ. დოქტ.ი (1969) და პროფესორი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ქალდანი, მ.(რედაქტორი), (1973). სვანური ანდაზები. მეცნიერება; ქალდანი, მ. (1978). სვანური ენის ქრესტომათია. უნ-ტის გამ-ბა; ქალდანი, მ. (1979). სვანური პროზაული ტექსტები (შემდგენელი): [ტ.] 4, ლაშხური კილო. მეცნიერება; ქალდანი, მ. (თანაავტორი). (2000). სვანური ლექსიკონი . ქართული ენა. ISBN: 9992882506.