კალანდია აპოლონ
კალანდია აპოლონ

კალანდია აპოლონ (22.IX.1919 ქ. ხობში - 20.X.1980 ქ. თბილისში), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა თსუ (1941), საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1944-1947), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1948), მეცნიერებათა დოქტორი (1955). მუშაობდა საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1944-1953),  საკავშ. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში (1953-1955),  თბილ. გამოთვლით ცენტრში მყარი ტანის მექან. ამოცანების მიახლოებითი და რიცხვითი ამოხსნების განყ-ბის გამგედ  (1955-1967), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში  დრეკადობის თეორიის განყ-ბის გამგედ (1967-1980). კ. ა.-ს მეცნ. კვლევის საკითხები შეეხებოდა უწყვეტი ტანის მექანიკის ამოცანების მიახლოებით და რიცხვით ამოხსნებს, დრეკადობის მათემატიკური თეორიის ორგანზომილებიან ამოცანებს, კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანებს. მან მოგვცა სიბრტყეზე მრავლადბმული და უსასრულო არეებისათვის ძირითადი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა n-ჰარმონიული განტოლებებისათვის. მოგვცა მულტოპის მეთოდის მკაცრი მათ. დასაბუთება სასრული გაშლის ფრთის განტოლების მიახლოებითი ამოხსნისას და ამ მეთოდის გამოყენება საკონტაქტო ამოცანების  რიცხვითი ამოხსნისას. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბრტყელი დრეკადობის სტატიკური ამოცანების ამოხსნების და დრეკადი ფირფიტების ღუნვის კლასიკურ თეორიაში.

თხზ.: Kalandia, A. (1973). Mathematical methods of two-dimensional elasticity. Nauka, Moscow, 303 pp. [in Russian], English translation:  Mir Publishers, Moscow,  351 pp.