კალანდარიშვილი ვახტანგ ილიას ძე
კალანდარიშვილი ვახტანგ ილიას ძე

კალანდარიშვილი ვახტანგ ილიას ძე (1.II.1923, სენაკი - 18.X.1997, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1948) და ამავე ფაკ-ტის ასპირანტურა. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიურ შეხედულებათა ჩამოყალიბება (1839-1845 წწ.)“ (1951), ხოლო სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „საზოგადოებრივი პროგრესის სოციალურ-ფილოსოფიური პრობლემები“(1970). იყო: თსუ-ის ფილოსოფიის კათედრის დოცენტი, შემდგომ პროფესორი (1952-1982); ხელმძღვანელობდა საქართვ. სასოფლო-სამეურნეო ინ-ტის ფილოსოფიის კათედრას (1981-1992); იყო საქართვ. გაერთიანებული სამხ. აკადემიის ფილოს. და ეკონ. თეორიის საფუძვლების კათედრის გამგე (1993-1997); იყო სენაკის აკადემიის პრეზიდენტი (1986-დან); არჩულ იქნა საქართვ. ფილოსოფიის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსად (1996). მისი სამეცნ. კვლევის სფერო იყო: საზ. პროგრესის სოც.-ფილოსოფიური საკითხები და მარქსისტული ფილოსოფიის ისტორია. მის ნაშრომებში გაანალიზებულია ფ. ენგელსის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების ეტაპები, საზ. განვითარების კანონზომიერებანი და პროგრესის კრიტერიუმები ისტორიულ ჭრილში. იკვლევდა სოც. განვითარების დინამიკასა და ადამიანური ფაქტორის როლს ისტორიულ პროცესში. იყო სენაკის საპატიო მოქალაქე, დაჯილდოებული იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით.

თხზ.: კალანდარიშვილი, ვ. (1961). ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიურ შეხედულებათა ჩამოყალიბების საკითხისათვის (1838-1845). თბ., საქართვ. სსრ მეცნ. აკად.; კალანდარიშვილი, ვ. (1964). ფრიდრიხ ენგელსი საზოგადოებრივი პროგრესის შესახებ. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კალანდარიშვილი, ვ. (1969). საზოგადოებრივი პროგრესის მარქსისტულ-ლენინური თეორიის ზოგიერთი საკითხი. თბ., განათლება; კალანდარიშვილი, ვ. (1974). საზოგადოებრივი პროგრესის მეცნიერული თეორიის შემუშავება. თბ., მეცნიერება; კალანდარიშვილი, ვ. (1991). საზოგადოებრივი პროგრესი. თბ., საქართვ. აგრარული უნ-ტის გამ-ბა.