კალანდარიშვილი მაია ავთანდილის ასული
კალანდარიშვილი მაია ავთანდილის ასული

კალანდარიშვილი მაია ავთანდილის ასული (15.III.1964, თბილისი), ფსიქოლოგი. თსუ-ის დოცენტი (1995) და ასოცირებული პროფესორი (2008), საქართვ.  საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2013), საქართვ. საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახ. უნ-ტის პროფესორი (2021). ნიდერლანდების სამეფოს ფრისლანდიის კოლეჯის დოცენტი (Friesland College, Firda, 2022), ნიდერლანდების სამეფოს გრონინგენის უნ-ტის  მოწვეული პროფესორი (Groningen Universiteit, 2025). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი, ფსიქოლ. მიმართულებით (1985) და ფსიქოლ. მიმართულების ასპირანტურა (1993). არის ფსიქოლ. დოქტორი (1994), დაიცვა დისერტაცია თემაზე: “სელექტური ქცევის განწყობისეული ორგანიზაცია ოპერატორულ საქმიანობაში”. არის ქართ. - ამერ. სომატური გამოცდილების (SE) ტრავმის ინ-ტის დამფუძნებელი (2023). საერთაშ. საზ-ბა „Modern Education and Research Institute“-ის წევრი და მისი კოორდინატორი საქართველოში (2018). ფსიქოთერაპიული კვლევების საერთაშ. საზ-ბა APA-ს ფილიალის, „Society for Psychotherapy Research“-ის (SPR) სრული წევრი და კოორდინატორი საქართველოში (2017). მას ეკუთვნის რამდენიმე მონოგრაფია და არაერთი სამეცნ. პუბლიკაცია, მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოები უმაღლ. განათლების სტუდენტებისათვის. სტატიები, როგორიცაა: „მწვავე შეგრძნებებისადმი მიდრეკილება, როგორც პროფესიონალური არჩევანის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი“ (ჟურნ. „ქართველი ფსიქოლოგი“, დ. უზნაძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ნომერი, 2016).

თხზ.: კალანდარიშვილი, მ. (2010). ზოგადი IQ ტესტები. ვერბალური ნაწილი (მეორე გამოცემა). თბ., უნივერსალი; კალანდარიშვილი, მ. (2011). სამომხმარებლო ბაზრის ფსიქოლოგიური სეგმენტაცია. თბ., უნივერსალი, ISBN9789941171857; კალანდარიშვილი, მ. (2011). ექსპერიმენტული ფსიქოლოგია. I გამოცემა, სახელმძღვანელო უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლებისთვის. ISBN: 9789941173660; კალანდარიშვილი, მ. (2016). ინკლუზიური განათლება და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები. თბ., უნივერსალი, ISBN:9789941228094; კალანდარიშვილი, მ. (2018). ექსპერიმენტული ფსიქოლოგია. მეორე გამოცემა, სახელმძღვანელო უმაღლესი სკოლებისთვის. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941173660; კალანდარიშვილი, მ. (2018). ექსპერიმენტული ფსიქოლოგია: სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის. თბ., უნივერსალი, ISBN:97899441263453; კალანდარიშვილი, მ. (2018). სსსმ მოსწავლის სოციალური ადაპტაციის პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები. თბ., უნივერსალი, ISBN:9789941262906.