-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი პედაგოგი
კალანდარიშვილი გრიგოლ მათეს ძე (20.III.1904, ბათუმი - 8.XI.1965, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ (1931); მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის ინ-ტის ასპირანტურა (1935). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„ლოგიკა საქართველოში XVIII საუკუნეში“ (1935), ხოლო სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ნარკვევები ლოგიკის ისტორიიდან საქართველოში“(1962). მუშაობდა მოსკოვის სამეცნ.-კვლევით და პედაგოგიურ ინ-ტებში (1938-1941). II მსოფლიო ომის პერიოდში დაბრუნდა საქართველოში და ეწეოდა პედ. მოღვაწეობას გორის პედაგოგიურ ინ-ტსა (1941-1945) და თსუ-ში (1942-1954). იყო ფილოსოფიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1946-53). ხელმძღვანელობდა ვლადივოსტოკის პოლიტექ. ინ-ტის დიალექტიკური და ისტ. მატერიალიზმის კათედრას (1958–1960). სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტის ლოგიკის განყ-ებას (1960-დან). მისი სამეცნ. კვლევის სფერო იყო: ლოგიკის ისტორია საქართველოში, დიალექტიკური და ისტ. მატერიალიზმი. კ. გ.-მ საფუძველი ჩაუყარა ქართ. ლოგიკური აზროვნების ისტორიის სისტემურ შესწავლას IV საუკუნიდან XIX საუკუნის ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იოანე პეტრიწის, ანტონ I-ისა და ს. დოდაშვილის ლოგიკური მემკვიდრეობის კვლევას. მისმა მონოგრაფიულმა ნაშრომებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქართ. ფილოსოფიის ისტორიის მეცნ. დამუშავებაში.
თხზ.: Каландаришвили, Г. (1952). Очерки по истории логики в Грузии : (Материалы и опыт исследования). Тб., АН Груз. ССР; Каландаришвили, Г. (1963). Диалектика в „основах общего наукоучения“ И. Г. Фихте. Тб., Мецниереба; Каландаришвили, Г. (1966). Проблема отражения движения в логике понятий. Тб., Мецниереба.