-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
კალანდარიშვილი არნოლდ გალაქტიონის ძე
კალანდარიშვილი არნოლდ გალაქტიონის ძე (1.III.1939, თბილ. - 6.V.2012, მოსკოვი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1962). მუშაობდა სოხუმის ი. ვეკუას სახ. ფიზ.-ტექ. ინ-ტში, ხელმძღვანელობდა სამეცნ.-კვლევით ლაბორატორიას (1962-1993); მუშაობდა მოსკოვში კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინ-ტში გენ. დირექტორის მოადგილედ (1990-დან); მისი სამეცნ. კვლევები ეხება კოსმოსური საფრენი აპარატების თერმოემისიური რეაქტორ-გარდამქმნელების ფიზიკას. ტექნიკურ მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1989). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. სახელმწ. პრემია 1971-1987 შესრულებულ სამუშაოთა ციკლისთვის – "თერმოემისიური გარდამქმნელების მასალათა თვისებების კვლევა"(მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, 1989).