კალანდაძე მერაბ
კალანდაძე მერაბ

კალანდაძე მერაბ (18.X.1952, თბილისი), ქართვ. ისტორიკოსი, ისტორიის მეცნ. დოქტორი.  დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1975) და ასპირანტურა ახ. და უახლესი ისტორიის განხრით.  მუშაობდა: უცხო ენათა ინ-ტში, სადაც ასწავლიდა ევროპის ცალკეული ქვეყნების ისტორიას (1980-1986), ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრაფიის ინ-ტის საქართვ. და ევროპის ქვეყნების ურთიერთობის ისტორიის განყ-ბაში (1986-1995), ალ. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში, სადაც ასწავლიდა შუა სს და ახალ ისტორიას და ისტორიოგრაფიას. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ფრიდრიხ შილერი და ახალი ისტორიის პრობლემები“ (1988), ხოლო სადოქტორო - „დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის შესწავლა საქართველოში XX საუკუნის პირველ ნახევარში“ (1999). მუშაობს თსუ-ში (1991-დან). იყო შუა სს ისტორიის კათედრის ლექტორი, ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახ. და უახლესი ისტორიის კათედრის დოცენტი (1992-დან). მისი მეცნ. ინტერესების სფერო მრავალფეროვანია. ავტორია 24 წიგნისა, 270 სამეცნ. და სამეცნ.-პოპულარული ნაშრომისა, 75 რეცენზიისა, 14 გამოხმაურებისა და რეცენზიისა სადისერტაციო ნაშრომებზე, მრავალი საგაზეთო სტატიისა. მისი მეცნ. კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს ქართ. ისტორიოგრაფიის განვითარება 1918 წლიდან დღემდე, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ,,მსოფლიო ისტორიის შესწავლა საქართველოში". იკვლევს საქართვ. ისტორიის საკითხებსაც. მოგვცა საქართველოში მსოფლიო ისტორიის შესწავლის განსხვავებული სურათი და პერიოდიზაცია და დაადგინა,  რომ ჩვენში მსოფლიო ისტორიის შესწავლა სწორი მიმართულებით მიდიოდა და აკმაყოფილებდა XX ს-ის დასაწყისის ისტ. მეცნიერების მკაცრ მოთხოვნებს. ის თავსდება პოზიტივისტური ისტორიოგრაფიის თეორიულ ჩარჩოებში. აქცენტი კეთდება პოლიტ. ისტორიის თხრობაზე. ცდილობს არ ჩამორჩეს ევრ. და მათ შორის,  რუს. ისტორიოგრაფიის მიღწევებს. შეეცადა, რომ განსხვავებული მიდგომა კონკრეტული საკითხების გაშუქებაზე გაევრცელებინა, რაც სიახლეა, ქართ. კონტექსტი გააჩნია და ამ პრობლემატიკის გაშუქების პირველი მცდელობაა.

თხზ.:კალანდაძე, მ. (1999). დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის შესწავლა საქართველოში XX საუკუნის პირველ ნახევარში. თბ.; კალანდაძე, მ. (თანაავტორი). (2014). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათედრის ისტორია. თბ.; კალანდაძე, მ. (2019). ისტორიოგრაფიული ეტიუდები, ნაწილი მეორე. თბ.; კალანდაძე, მ. (2021). ყველა სიკეთე საბჭოთა რეალობას როდი უკავშირდება. თბ.; კალანდაძე, მ. (2021). ნაპოლეონის კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესწავლა საქართველოში. თბ.; კალანდაძე, მ. (შემდგენელი, თანაავტორი). (2022). პროფესორი გივი კიღურაძე. თბ.; კალანდაძე, მ. (2023). XX და XXI საუკუნის დასაწყისის ქართული ისტორიოგრაფიის ევროპული ორიენტირების ევოლუცია. თბ.; კალანდაძე, მ. (2024). სახელმძღვანელოების საინტერესო ისტორია, მითი და რეალობა. თბ.