-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოფიზიკოსი ბიოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კალანდაძე იაგორ (იაგო) ლევარსის ძე (26.X.1964, თბილისი), ბიოლოგი, ბიოფიზიკოსი, პედაგოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ ბიოფიზ. სპეციალობით (1986), საქართვ. მეცნ. აკად. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზ. ინ-ტის ასპირანტურა (1990). დაიცვა დისერტაცია თემაზე “ანტიკანცეროგენური და კანცეროგენური ნაერთების მოქმედება გენეტიკურ მასალაზე: მოლეკულური მექანიზმები და კიბოს დიაგნოსტიკა“ (1999) და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნ. დოქტორის წოდება, იყო: საქართვ. მეცნ. აკად. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზ. ინ-ტი სამედ. ბიოფიზ. განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990-1996); თსუ-ის სამედ. დიაგნოსტიკური ცენტრის ექსპერ. დიაგნოსტიკის ლაბორ. ხელმძღვ. (1995-1997); საქართვ. პარლამ., განათლების, მეცნ., კულტ. და სპორტის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი (1995-1997); საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, საზ-ებრივი ჯანდაცვის დეპარტ. თავ-რის პირველი მოადგილე (1997-2000); საქართვ. ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მსოფლიო ბანკის პროექტის კონსულტანტი (1999-2004); საქართვ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს, სტანდარტიზაციის, ლიცენზირებისა და ნორმირების დეპარტ. უფრ. (2000-2002); საქართვ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს მინისტრის ა(ა)იპ სექტორალური კვლევების ცენტრის დირექტორი (2004-2005); თსუ-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტ. უფრ. (2005-2007); სამეცნ. კვლევებისა და განვითარების დეპარტ. უფრ. (2007-2009); ტუბერკულოზის ეროვნ. პროგრამის და ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნ. ცენტრის აღმასრ. დირექტორი (2009-2012); საქართვ. დავით აღმაშენებლის სახ. უნ-ტის, მედ. და სტომატოლოგიის სკოლის ბიომედიცინის პროფესორი (2012-2015); რექტორის მოადგილე (2012-2013); აკად. ოთარ ღუდუშაურის სახ. ეროვნ. სამედ. ცენტრის განვითარების დირექტორი (2013-2015); “პინეო”-ს სამედ. ეკოსისტემის გენ. დირექტორი და პარტნიორი (2015-დან); სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში (2012-დან); საუნივერსიტეტო კვლევების კორპორაციის (URC, აშშ) კონსულტანტი (2012-დან); საერთაშ. ფონდი „კურაციო “-ს დირექტორთა საბჭ. წევრი (2011-დან), არის ილიაუნის პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო ნაშრომი, მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მოლეკულური ბიოლოგია, მოკრობიოლოგია
ლიტ.: ჯაფარიძე. ი. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები:1992-2006. თბ., გვ. 108.