-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი პოეტი ლიტერატურათმცოდნე კურსდამთავრებული
კალანდაძე გიორგი ალექსანდრეს ძე (1912, სოფ. ძირულა, ზესტაფონის რაიონი-1979), პოეტი, ლიტირატურათმცოდნე. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ (1927), სწავლა განაგრძო თბილ. ინდუსტრიულ ტექნიკუმში, ხოლო მოგვიანებით ჩაირიცხა თსუ-ის, ფილოლ. ფაკ-ტზე (1933). იყო თსუ-ის ასპირანტი (1938). დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები (1954, 1973). იგი იკვლევდა ქართულ ფოლკლორს და უახლეს ქართულ ლიტერატურას. სხვადასხვა დროს გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომები: „ქართული ხალხური ბალადა" (1957), „ეგნატე ნინოშვილი" (1959), „გიორგი ლეონიძის შემოქმედება" (1967), ლიტ. წერილების კრებ. „დროის მხარდამხარ" (1975). კ. გ. აქტიურად თანამშრომლობდა საქართვ. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჯგუფთან (1942-1949), რის გამოც საბჭთა რეჟიმის მიერ იყო რეპრესირებული და გადასახლებული შუა აზიაში. გარკვეული დროით, მას აკრძალული ჰქონდა თბილ.–ში ცხოვრება. გარდაცვალებამდე იგი მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში (1957-1979). კ. გ. ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც.
თხზ.: კალანდაძე, გ. „ლექსები" (1939), „ჩაუქრობელი კერა" (1958), „მზე შუბის ტარზე" (1964), „სატურფალო" (1967), „ოცნება ცისკრად ამომავალი" (1974);
ლიტ.: ელერდაშვილი, ალ. (2021). ქართველი პოეტები: ენციკლოპედია. თბ., გვ.175-176