-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი პროფესორი
კალანდაძე დიმიტრი ფილიპეს ძე (1912, სოფ. ბუკისციხე, ჩოხატაურის რ-ნი - 1992, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი და ამავე უნ-ტის ასპირანტურა (1940); მოსკოვის უმაღლ. პარტ. სკოლა (1944). ფილოსოფიის მეცნ. კანდ. (1940), ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე:,,ობიექტურისა და სუბიექტურის ერთიანობის საკითხისათვის შემეცნებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ (1964), პროფესორი (1967). იყო თსუ-ის დოცენტი, ფილოსოფიის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1946-დან), ფილოსოფიის კათედრის გამგე და ფილოსოფიის ინ-ტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტს (1953-1955) და ამავე აკადემიის ფილოსოფიის კათედრას (1955-1974). იყო საქართვ. სასოფლო-სამეურნეო ინ-ტის ფილოსოფიის კათედრის გამგე (1974-1979) და თსუ-ის ფილოსოფიის კათედრის პროფესორი (1979-დან). კ. დ.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა ისტ. მატერიალიზმი და შემეცნების თეორია. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი ბაზისისა და ზედნაშენის ურთიერთმიმართების კანონზომიერებანი, ობიექტურისა და სუბიექტურის ერთიანობის პრობლემა შემეცნების პროცესსა და საზ. პრაქტიკაში.
თხზ.: კალანდაძე, დ. (1954). მარქსიზმ-ლენინიზმი ბაზისისა და ზედნაშენის შესახებ. თბ., სახელგამი; კალანდაძე, დ. (1958). მატერიალიზმი და იდეალიზმი. თბ., ცოდნა; კალანდაძე, დ. (1964). ობიექტურისა და სუბიექტურის ერთიანობის საკითხისათვის შემეცნებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; კალანდაძე, დ. (1968). როგორ შეიცნობს ადამიანი სამყაროს. თბ., ნაკადული.