-
ავტორი
- კატეგორიები: ბიზნესმენი კურსდამთავრებული
კალანდაძე ბესიკ (ბესო) (08. XII. 1956, თბილისი) ქართვ. მომღერალი, ვოკალისტი, ბას-გიტარისტი და ბიზნესმენი. მან დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ- ტი. კ. ბ.-მ მუს. კარიერა სახელმწ. საესტრადო ორკესტრ "რერო"-ში დაიწყო (1974); იგი იყო"ვია 75"-ის ბას-გიტარისტი, ვოკალისტი და ანსამბლის არანჟირების ავტორი(1978-1986); მან შეასრულა პოპულ. ჰიტები: "ტირიფები", "თეთრი ღამე", "გიორგობის თვე"და სხვა; ანსამბლიის დაშლის შემდეგ იგი თავის ძირითად სპეციალობას დაუბრუნდა (1986-1990). ანსამბლ "ვია 75"-ის აღდგენის შემდეგ იგიკვლავ სცენას დაუბრუნდა და ახალი არანჟირებით ჩაწერა ძველი ჰიტები (2011); გამოუშვა ალბომი კომპაქტ-დისკის სახით; ანსამბლმა კონცერტები გამართა საქართვ. სხვადასხვა კუთხეში. კ. ბ. ეწევა ბიზნეს საქმიანობას, ხელმძღვ. საკუთარ ფირმას, ლოჯისტიკური ცენტრს. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინგაიხსნა "ვია 75"-ის ვარსკვლავი (2011).