კალანდაძე ბესიკ
კალანდაძე ბესიკ

კალანდაძე ბესიკ ბიჭიკოს ძე (19.08.1963, მცხეთა), ნიადაგმცოდნე-გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი (1999), მასწავლებელი (1995), დოცენტი (2000), ასოც. პროფ. (2006). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ნიადაგების გეოგრ. და ნიადაგმცოდნეობის სპეციალობით (1991). გაიარა ასპირანტურის კურსი იმავე ფაკ-ზე სპეციალობით „ბიოგეოგრაფია, ნიადაგების გეოგრაფია“ (1991-1994). DAAD-სა და DFG-ს სტიპენდიის ფარგლებში გაიარა სწავლება იუსტუს ლიბიგის უნ-ტში ნიადაგების ეკოლოგიაში, დეგრადირებული ნიადაგების რეკულტივირებასა და ნაყოფიერების ამაღლების მიმართულებით (გერმანია, 2002-2015). დაიცვა დისერტაცია თემაზე „მძიმე მეტალების გავრცელების კანონზომიერებანი ფოთი-წვერმაღალას აგროგენურ რაიონში“ (1999). პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე ჯერ მასწავლებლის, ხოლო შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე (1995-2006). DAAD-აღმ. პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს გისენის, ზაარლანდისა და ჰოჰენჰაიმის უნ-ტების გეოგრაფ. და ნიადაგების კონსერვაციისა და დაცვის ინ-ტებთან. კ. ბ.-ს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეც. ნაშრომი სხვადასხვა საერთაშ. გამოცემაში, მათ შორის 2 მონოგრაფია. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშ. კონფერენციასა და სიმპოზიუმებში. არის 2 სადოქტორო და 20-მდე სამაგისტრო ნაშრომის ხელ-ლი. მონაწილეობა მიიღო 30-მდე საერთაშ. და ადგილობრივ პროექტში ნიადაგების მძიმე მეტალებით, პესტიციდებით გაჭუჭყიანების შესწავლასა და რეკულტივაციაში, ნიადაგების დეგრადაციაში, ნიადაგების მდგრადი მართვისა და ეროზირებული ნიადაგების გაუმჯობესების მიმართულებით.

თხზ.: Kalandadze, B., Hanauer, T.,  Sayed, M. and Felix-Henningsen P. (2008). Characterization of the Plant Availability of Heavy Metals in weakly  alkaline Soils, heavily polluted with Cu, Zn and cd in SE Georgia. EGU 2008-A06106., Vol.10. EGU General Assembly (In Austria); Kalandadze B., Hanauer T., Felix-Henningsen P., Shteffens D., Navrozashvili L., Urushadze T. (2011). In situ stabilization of metals (Cu, Cd und Zn) in  contaminatedsoils in the region of  Bolnisi, Georgia.  Plant and Soil DOI  10.1007/s11104-010-0634-5,  pp. 193-208.; Kalandadze, B., Hanauer, T., Grzelachowski, T., Vashev, B., Bohm, L., Heyde, B. J., Urushadze, T., Felix-Henningsen, P. (2011). Soil distribution and soil properties in the subalpine region of Kazbegi, Greater Caucasus, Georgia. Physicochemical properties, distribution and genesis, Geoderma Regional  35, e00734, www.elsevier.com/ locate/geodrs; კალანდაძე, (თანაავტორი). (2012). დაცული ტერიტორიების ლანდშაფტური დაგეგმარება. თბ.: გამომც. უნივერსალი; Kalandadze B., Kereselidze D., Machavariani L., Trapaidze V. (2013). Allowable Soil Erosion Rates in Georgia. Eurasian Soil Science Vol. 46, №3. ISSN 1064-2293; Matchavariani, L., Kalandadze B., Gogichaishvili, G. (2019). The Soils of Georgia. Sringer, Switzerland; Kalandadze, B., Lud, D., Schwemm, A., Babaev, E., Simon, M. P., Weller, R. A. (2022). Düring Pesticide handling and waste management: a case study on DDT and HCHs from the Southern Caucasus, Vol.:(0123456789). SN Applied Sciences, 4:112 | https://doi.org/10.1007/s42452-022-04999-w, Springer Nature; Kalandadze, B., Kavelidze, L. (2023). Spatial Distribution of Heavy Metals in Soils and Waters as Exemplified by Kakheti Region (Eastern Georgia), Vol.:(18, No 2). DOI:10.26471/cjees/2023/018/259.