კალანდაძე ანა პავლეს ასული
კალანდაძე ანა პავლეს ასული

კალანდაძე ანა პავლეს ასული (15.XII, 1924,   ხიდისთავი, ოზურგეთის მაზრა-11.III, 2008, თბილისი, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში). ქართვ. პოეტი. კ. ა.-მ  ლექსების წერა  11 წლის ასაკში დაიწყო. მან დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი, კავკ. ენების სპეციალობით (1946). პირველი ლექსები გამოაქვეყნა იმავე წელს გაზ. „ლიტერატურა და ხელოვნებასა“ და ჟურნ. ,,მნათობში”.  კ. ა- მ მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის ლექსიკოლოგიის განყ-ბაში უფრ. მეცნიერ- თანამშრომლად. მან გამოსცა  ლექსების პირველი კრებ. (1953);  შემდგომი  კრებ. გამოიცა (1958, 1960, 1967, 1976 და სხვ.). მის პოეზიაში გვხვდება შემდეგი თემები: მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისი („კარში გამო ჭიაჭია მარია“, 1946); ბუნების განცდა („თუთა“, 1945; „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“, 1946; „ბეთანიის გზაზე“, 1954). ისტორია და თანამედროვეობა („შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“, „ასეთი დარი თუ იყო მაშინ“, 1945; „ღრუბლები“, 1953); პატრიოტიზმი („საქართველოო ლამაზო“, „მრავალლჟამიერ“, 1952, „ფეხი დამადგით“, „მას ალავერდის დიდებულ ტაძარს“ 1959), ზნეობა („ნუ მიმცემ ეჭვთა“, 1957; „ისევ გახსენი გული ჩემი“, 1961) და სიყვარული („რისად არ მომხედავ“, 1945, „შეყვარებული ოდეს ქარები“, 1954). მისი ლექსები ნათარგმნია რუს., ინგლ., ფრანგ., გერმ., და სხვა ენებზე. გამოცემებიდან ყველაზე სრული მისი ორტომეულია, სადაც პოეტის ლექსების გარდა დაბეჭდილია ს. მალარმეს, ა. პუშკინისა  და სხვათა პოეტური თარგმანები,  წერილები, ესეები და მოგონებები. წლების განმავლობაში იგი იყო საქართვ. სახელმწ. ენის მუდმივი კომისიის წევრი, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი. საბჭ. პერიოდში დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენითა და ღირსების ორდენით. იყო  თბილ. საპატიო მოქალაქე (1983). კ. ა.-ს პოეტური ციკლისათვის „თავაწეული ქართული დროშები“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია (1985). იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახ. პრემიის ლაურეატი. აირჩიეს საქართვ. მეცნ. აკად. აკად. (1993). მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია პუბლიც. დარგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის (1997). მიიღო ლიტ. პრემია ,,საბა“ ლიტ-რაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის (2006). ანა კალანდაძის პოეზიაზე ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში, შეიქმნავოკალური ნაწარმოებები. კომპოზ.:  გივი ციციშვილმა, ტარიელ ბაქრაძემ, ჯემალ ბეგლარიშვილმა, კახა ცაბაძემ და სხვებმა  პოეტის ლექსებზე დაწერეს სიმღერები: „საქართველოო ლამაზო“ , რომანსები „არაბი ხარ“,„თუთა“ და სხვა.

ლიტ.: ჩხეიძე, ნ. (1969). ლიტერატურული წერილები. თბ; ჩხენკელი, თ. (1978). პოეზია-სიბრძნის დარგი. თბ.; ჭილაძე, თ. (1978). წერილები. თბ.; ასათიანი, გ., (1980). ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5, თბ., გვ. 327; მწერალთა ავტობიოგრაფიები:  ტ. 2. თბ., ლიტერატურის მუზეუმი, 2013, გვ. 675-678, ISBN 9789994028856.