კალაძე თამაზ დავითის ძე
კალაძე თამაზ დავითის ძე

კალაძე თამაზ დავითის ძე (25.V.1945, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1967). მუ­შა­ობ­და თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინ-ტში მეცნ. თანამშრომლად (1967-1997); იყო ამავე ინ-ტის ლაბორ. გამგე (1998-2007, 2000 და 2005-2007). არის ჩინეთის მეცნ. აკადემიის მიწვე­ული პროფესორი (ქ. ნანჯინგი, "მეწამული მთის ობსერვატორია"), ქ. ლაჰორის (პაკისტანი) სა­ხელმწ. უნ-ეტ-კოლეჯის ფიზიკის ფაკ-ტის უცხოელი პროფესორი (2007-2014); თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყე­ნებითი მათემატიკის ინ-ტში უფრ. მეცნ. თანამშრომელია (2014-დან); შემდეგ კვლავ ქ. ლაჰორის სა­ხელმწ. უნ-ეტ-კოლეჯში კითხულობდა ლექციებს (2017); მისი სამეცნ. ინ­ტე­რე­სე­ბის სფეროა პლაზმის ფიზიკა; მაგნი­ტოსფეროსა და იონოსფეროს ფი­ზიკა; თერმობირთვული დანადგარების თეორია; ­მიწისძვრის წინამძღვრების თეორ. საკი­თხები; მზის ფიზიკა; არაწრფივი დინამიკა და ქაოსი; მან (სა­ქარ­თვე­ლო­ში პირველად) დაიწყო ფიზიკის ამოცანების რიცხვითი გათვლების რეალიზაცია ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებზე, საფუძველი ჩაუყარა თერმობირთვული არამდგრადობის თეორიას რეაქტორ ტოკამაკში; არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.  ნაყოფიერი კვლევებისთვის მიღებული აქვს პაკისტანის მეცნ. და ტექ­ნოლოგიების სამინისტროს პრემიები (2011, 2012, 2013). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტო­რი (1990). ჯილდოები, პრემიები დ პიზები:ი. ვეკუას სახ. პრემია (2002).