-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
კაკუშაძე ზურაბ ჯემალის ძე (25.III.1973, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1991) და კორნელის უნ-ტი (აშშ, 1996) და მიენიჭა დოქტორის ხარისხი (PHD) ფიზიკაში. მუშაობდა ჰარვარდის უნ-ტში (აშშ, 1996-1999); იყო ნიუ-იორკის სტონი ბრუკის უნ-ტის თეორ. ფიზიკის ინ-ტის პროფესორი (1999–2002); კანადის საინვესტიციო ბანკის "RBC Capital Markets Corporation" დირექტორი (2002-2007); რაოდენობრივი საინვესტიციო ფირმის "World Quan" მმართველი დირექტორი (2007-2008); "Revere Data" ფირმის აღმასრ. ვიცე-პრეზიდენტი (2008-2009); ამავდროულად, ხელმძღვანელობდა "Fynance Consulting" ფირმას (2003-2012); არის "Quantigic®Solutions LLC" კომპანიის პრეზიდენტი (2008-დან); მუშაობდა კონექტიკუტის უნ-ტის პროფესორად (აშშ, 2013); თბილ. თავისუფალ უნ-ტში ფიზიკისა და ბიზნესის სკოლების პროფესორია (2014-დან). მისი სამეცნ. კვლევების სფეროა მაღალი ენერგიების ფიზიკა, სიმების თეორია, გრავიტაცია, მათ. ფიზიკა, ფინანს. მათემატიკა, რაოდენობრივი ფინანსები. არის ფუნდამენტური სამეცნ. ნაშრომების ავტორი თეორიულ ფიზიკაში, რისკების სტატისტიკურ თეორიასა და მის გამოყენებებში. 15 წლის ასაკში გაიმარჯვა ფიზიკის ოლიმპიადებში საქართველოსა (1988, თბილისი, თეორ. ფიზიკა, კომპიუტერული მოდელირება, ექსპერ. ფიზიკა) და სსრკ სტუდენტთა შორის (1988, კიშინიოვი, თეორ. ფიზიკა). მონაწილეობდა რ. დოღონაძის მიერ ორგანიზებული სამეცნ. სტუდენტური წრის მუშაობაში (1983-1985); მოიპოვა ე. მაიორანას ცენტრის პოლ დირაკის სახ. სტიპენდია (იტალია,1994), ა. სლოუნის ფონდის სტიპენდია (2001); ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფინანს. მათემატიკისა და რაოდენობრივი ფინანსების სპეციალისტი.
თხზ.: Kakushadze, Z., Bershadsky, M., Vafa, C. (1998). String Expansion as Large N Expansion of Gauge Theories. Nuclear Physics, B523; Kakushadze, Z., S.-H. Henry Tye. (1999). Brane World. Nuclear Physics, B548; Kakushadze, Z., Willie, Y. (2016). Factor Models for Cancer Signatures. Physics; Kakushadze, Z., Willie, Y. (2017). Statistical Risk Models. The Journal of Investment Strategies, 6.