-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი
კაკულია შალვა თეოფანეს ძე (12.VIII.1915, სოფ. კიქია, ახლანდ. მარტვილის მუნიციპ.- 1995, თბილისი), ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნ. კანდიდატი. დაამთავრა სენაკის სას.-სამ. ტექნიკუმი (1935) და თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1946). მუშაობდა კომკავშირის მარტვილის რაიკომის პირველ მდივნად (1936-1938), გაზ. „კომუნისტის“ სპეც. კორესპონდენტად (1938-1940). II მსოფლიო ომის დროს მსახურობდა მოქმედ არმიაში (პ. კ. ლესელიძის არმიის პოლიტხელი). ნოვოროსიისკის დაცვისას მძიმედ დაიჭრა. არჩეულ იქნა თსუ-ის ისტ.-ფილოს. ფაკ-ტის პარტ. ბიუროს მდივნად (1941). იყო სტალინის სახ. სტიპენდიანტი. სწავლობდა თსუ-ის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის ასპირანტურაში (1946-1949). მუშაობდა თსუ-ის დიალექტ. და ისტ. მატერიალიზმის კათედრაზე მასწავლებლად, შემდეგ ასისტენტად (1949-დან). დაჯილდოებულია სამამულო ომის I და II ხარისხის ორდენებითა და მედლებით. მისი სამეცნ. კვლევის სფერო იყო: ადამიანის პრობლემა ქართ. სამეცნ. მემკვიდრეობასა და რუსი რევ.-დემოკრატების ფილოსოფიაში. ნაშრომებში გაანალიზებული აქვს ივ. ჯავახიშვილის ფილოს. ხედვები და ქართ. ისტორიოგრაფიის ანთროპოლ. ასპექტები.
თხზ.:კაკულია, შ. (1977). ადამიანის პრობლემა ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობაში:[მონოგრაფია]. თბ., მეცნიერება; კაკულია, შ. (1950). ვ.ი. ლენინის და ი.ბ. სტალინის ადრინდელი შრომების შესახებ. თბ., განათლება.